ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოს მალე ჰქონდეს ვაქცინის დოზებზე წვდომა- შარლ მიშელი

ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოს მალე ჰქონდეს ვაქცინის დოზებზე წვდომა, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპა გააგრძელებს, „კოვიდ-19“-ის პირობებში საქართველოს ძლიერი სოლიდარობა აჩვენოს.

„კოვიდ 19“-ის პირობებში ევროპამ აჩვენა და ისევ გააგრძელებს, დაანახოს საქართველოს მისი ძლიერი სოლიდარობა. ჩვენ გავაკეთეთ დაახლოებით 400 მილიონი ევროს მობილიზება, რათა მოხდეს ამ კრიზისის დაძლევა. ახლა ვაქცინაცია არის მთავარი გამოწვევა. ევროკავშირი არის მთავარი დონორი „კოვაქს“ პროგრამის, რისი წყალობითაც იმედი მაქვს, ამ ქვეყანაშიც იქნება ვაქცინების დისტრიბუცია. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოს მალე ჰქონდეს დოზებზე წვდომა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად.

ევროკავშირის დახმარება უფრო დიდია და უფრო ფართო, ვიდრე „კოვიდი“. მთლიანობაში, დაახლოებით 800 მილიონის ევროს მობილიზება მოხდა სოფლის მეურნეობის სფეროებისთვის. ევროპის საინვესტიციო ბანკის მხრიდან ეს არის მნიშვნელოვანი ნაწილი ევროკავშირის დახმარებისთვის, რომლის ხელმძღვანელიც თან მახლავს ვიზიტისას, რათა უკეთ განვიხილოთ, როგორ შეიძლება, დახმარება განახორციელოს. ამ სფეროში 2007 წლიდან დაახლოებით 1,8 მილიარდი იყო ჩადებული“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი დღეს ოფიციალურ შეხვედრებს მართავს.

​ვიზიტის ფარგლებში შარლ მიშელმა პირველი შეხვედრა ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართა.  ასევე დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან და პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან.

ამასთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ხაზს მოინახულებს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ოფისის ინაუგურაციას დაესწრება და ევროკავშირის დაფინანსებულ პროექტს დაათვალიერებს. შარლ მიშელი საქართველოს 2 მარტს დატოვებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 92
    ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა და ვიზიტის ფარგლებში ოპოზიციას შეხვდებაევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა და მის ფარგლებში ოპოზიციასაც შეხვდება. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პრეზიდენტი შარლ მიშელი მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში გაემგზავრება და მისი ვიზიტი 28 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით გაიმართება. მათივე ინფორმაციით, საქართველოში ვიზიტამდე ის მოლდოვის დედაქალაქში, პრეზიდენტ მაია სანდუს შეხვდება. შეხვედრები…
    Tags: და, პრეზიდენტი, საქართველოს, შარლ, მიშელი, საბჭოს, ის, საქართველოში, ევროპული, მთავარი
  • 92
    რა ხდება საპატრიარქოში-რას წერს დეკანოზი ილია ჭიღლაზერას გვედავება საპატრიარქოს გვითხრასო, განაცხადა კვირას მეუფე იაკობმა. მართლაც, თუ კიდევ ვინმემ ვერ გაიგო ამდენი წლის მანძილზე ამის შინაარსი, შევეცდები მოკლედ ჩამოვაყალიბო: 1. საეკლესიო კანონთა ტოტალური დარღვევა და უგულვებელყოფა; საეკლესიო მართლწესრიგისა და ზნეობის სრული მოშლა ეკლესიაში; 2. რუსეთის საპატრიარქოს გავლენის ქვეშ ყოფნა და პატრიარქ კირილეს მიერ ოკუპირებულ რეგიონებში აფხაზეთსა და…
    Tags: და, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 92
    რა უნდა ეთქვა ბერას - გიორგი თარგამაძემე პირადად ველოდი: ბერა გამოვიდოდა, უცენზურო ლექსიკის გამო საზოგადოების მისდაუნებურად შეწუხებისთვის ბოდიშს მოიხდიდა, იტყოდა, რომ მაშინ ბავშვი იყო, სისხლი უდუღდა, ყველაფერზე მტკივნეულად რეაგირებდა, მამამისი ჯერ კიდევ ქვეყნის ხელისუფალი არ იყო და მისთვის შეურაცხყოფის მომყენებლებისთვის ჭკუის სწავლება ასეთი მიუღებელი ფორმით მოუწია. შემდეგ კი ვითარება შეიცვალა, მამა პრემიერმინისტრი და მმართველი პარტიის თავმჯდომარე გახდა, თავადაც გაიაზრა, რომ როგორც მომღერალი…
    Tags: და, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 92
    დასავლეთში ლოდინს აღარ აპირებენ- საქართველოში კრიზისი 15 მაისამდე უნდა განიმუხტოსევროკავშირის წარმომადგენლობაში საქართველოს პოლიტიკური ძალების ლიდერებთან ინდივიდუალური შეხვედრები განახლდა. ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლს ჰარცელი და აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი პოლიტიკურ ლიდერებს კონკრეტული დღის წესრიგით ხვდებიან. როგორც CNews-ისთვის ხდება ცნობილი, ელჩებმა მიიღეს კონკრეტული დავალებები და რეკომენდეციები, რომელთა საფუძველზეც უნდა უზრუნველყონ მოლაპარაკებების ბოლო რაუდის გამართვა და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საბოლოო შეთანხმების…
    Tags: და, საქართველოში, ევროკავშირის, შარლ, საქართველოს, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა