დღეს დილიდან ოზურგეთის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი, ჯანდაცვის მიერ დადგენილი პროტოკოლის მიხედვით განახლდა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არსებული 44 ბაღიდან სააღმზრდელო პროცესი, ერთი ბაღის გარდა, ყველგან განახლდა. რაც შეეხება სოფელ მზიანის საბავშვო ბაღს, იქ სარემონტო სამუშაოები ახლახანს დასრულდა და მიმდინარეობს შენობის განიავება. ბაღი ხუთშაბათს განაახლებს სააღმზრდელო პროცეს.
ამის შესახებ ინფორმაცია “გურიის მოამბეს” ოზურგეთის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, მაკა ჭყონიამ მოგვაწოდა.
” მუნიციპალიტეტში არსებული 44 საბავშვო ბაღიდან, სოფელ მზიანის გარდა, სააღმხზრდელო პროცესი, ყველა ბაღში, ჯანდაცვის მიერ დადგენილი პროტოკოლის მიხედვით დაიწყო. მზიანის ბაღს ჩაუტარდა რემონტი, ნიავდება შენობა და ხუთშაბათს განახლდება სააღმზრდელო პროცესი. უკლებლივ ყველა თანამშრომელი გაიტესტა და ყველა მათგანის პასუხი კორონაირუსზე უარყოფითია.
ჩვენი თანამშრომლები დღის ბოლოს კომუნიკაციაში იქნებიან ბავშვების მშობლებთან, რომ ოჯახებიდან არ მოხდეს ვირუსის გავრცელება ბაღებში.
დილის 11-ის ნახევარზე დასწრება ბავშვების იყო 400-მდე, ხოლო 1-ის ნახევრისთვის ეს რიცხვი 680-მდე გაიზარდა. სულ კი მუნიციპალიტეტის მასტაბით ბაღებში, 2420 ბავშვია რეგისტრირებული.”- გვითხრაჭყონიამ.
ცნობისთვის, კორონავირუსის პანდემიის გამო, საბავშვო ბაღებმა, სამთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, საამღზრდელო პროცესი დღეს გნაახლეს.