რატომ ვერ მიიღო საქართველომ ამ დრომდე „ფაიზერის“ ვაქცინა- „კოვაქს პლატფორმის“ განმარტება

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინა თებერვალში.

შესაბამისი შეკითხვით „კოვაქს პლატფორმას“ „ინტერპრესნიუსმა“ მიმართა. როგორც სააგენტოს განუცხადეს, თებერვალში ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც მათ მიერ გათვალისწინებული კრიტერიუმები დააკმაყოფილეს.

„კოვაქსი“ მოელის, რომ გზავნილების ძირითადი წილი მარტში განხორციელდება.

თებერვლის ბოლოს ნაადრევი გზავნილები იმ ქვეყნებში განხორციელდა, რომლებმაც ჩვენს მიერ ერთიან განცხადებაში კრიტერიუმები უკვე დააკმაყოფილეს. დამატებითი ინფორმაცია პირველი გზავნილების შესახებ ყველა მონაწილეს მომდევნო დღეებში ეცნობება, ინფორმაცია ასევე გამოქვეყნდება ონლაინ“, – განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ „კოვაქს პლატფორმაში“.

რაც შეეხება კრიტერიუმებს, რომლებსაც ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს, მათი განმარტებით, „ყველა მონაწილე ქვეყნის ეროვნულმა რეგულატორმა ავტორიზება უნდა მისცეს შემოსატან ვაქცინას; ასევე, ყველა მონაწილემ ვაქცინის მწარმოებლებთან უნდა გააფორმოს ზარალის ანაზღაურების კონტრაქტი, რათა „კოვაქსის პლატფორმიდან“ დოზების მიღება შეძლოს“.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 89
    "მოჩქარეს მოუგვიანდესო" - რას ამბობს გამყრელიძე კომენდატის საათის გადაწევაზეარ გვინდა, ჩვენ ისეთი ნოემბერი და დეკემბერი გავიარეთ, რომ მოჩქარეს მოუგვიანდესო. ამიტომ, ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ. ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ განიხილავენ კომენდანტის საათის 2 საათით გადაწევას.
    Tags: უნდა, რომ, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, მედიცინა
  • 89
    საქართველოში კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაიცვალა 41 ადამიანი28 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან, გარდაიცვალა 41 ადამიანი, ხოლო გამოჯანრმთელდა 2 766. ინფორმაცია უკვე განახლდა stopcov.ge-ზე. ბოლო მონაცემებით, კარანიტნის რეჟიმში იმყოფება 420 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 5677.
    Tags: ახალი, უკვე, ინფორმაცია, საზოგადოება, მთავარი, თემა, ამბები, მედიცინა
  • 89
    რა მოხდება, თუ ვაქცინაცია დროულად არ დაიწყება – ნანა გეგეჭკორის განმარტებააშშ–ში მცხოვრები ექიმი–კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი, რო­მე­ლიც The Mount Sinai-ის სამედიცინო ქსე­ლის ჰოს­პი­ტალ­ში მუ­შა­ობს, აცხადებს, რომ თუ საქართველო ვაქცინაციას დროულად არ დაიწყებს, პანდემია უმართავი გახდება. მისი თქმით, ამის მიზეზი ის იქნება, რომ კორონავირუსის ახალი შტამები გავრცელდება. “დღეს მთელი მსოფლიოსთვის ერთადერთი პრიორიტეტი არსებობს, რომ როგორმე დავიძვრინოთ თავი ამ პანდემიისგან. ყველაფერი უნდა გაკეთდეს…
    Tags: რომ, ახალი, საზოგადოება, მთავარი, თემა, ამბები, მედიცინა
  • 89
    მეუფე იაკობს კორონავირუსი დაუდასტურდაბოდბელ ეპისკოპოსს, მეუფე იაკობს კორონავირუსი დაუდასტურდა. იგი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული. ინფორმაცია ამის შესახებ კლინიკაშიც დაადასტურეს. „დღეს მოათავსეს კლინიკაში, არის საშუალო სიმძიმის პაციენტი, არის საშუალო დონის ინფექცია, სხვა დეტალებს ჯერჯერობით ვერ გეტყვით“, – გვითხრა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ. 
    Tags: ვერ, პირველი, შესახებ, ინფორმაცია, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, მედიცინა