გერმანიაში სამუშაოდ წასვლის პორტალზე 2 კვირაში საქართველოს 94 281 მოქალაქე დარეგისტრირდა

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, გერმანიაში სამუშაოდ წასვლის პორტალზე 2 კვირაში საქართველოს 94 281 მოქალაქე დარეგისტრირდა.

სააპლიკაციო ფორმის შევსება 15 თებერვალს დაიწყო, პორტალის ამოქმედებიდან 24 საათში 35 121 ადამიანი იყო დარეგისტრირებული, 1 კვირაში – 86 395.

დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს.

გერმანიის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვით შეეძლებათ. სეზონური სამუშაოები 1 აპრილიდან დაიწყება.

დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • 18 წლიდან 60 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე;
  • გერმანიაში გამგზავრებამდე 3 თვით ადრე პერიოდში არ უმოგზაურია შენგენის სივრცეში;
  • ფიზიკური ჯანმრთელობა;
  • მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია;
  • ნებისმიერი მიზეზის (დარღვევის) არარსებობა, რაც იწვევს ქვეყანაში ხელახლა შესვლის შეზღუდვას;
  • გერმანული ან ინგლისური ენის ელემენტარულ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (ჯგუფურად დასაქმების შემთხვევაში, აუცილებელია, მინიმუმ ერთ წევრს შეეძლოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია). ენის ცოდნის მოთხოვნას განსაზღვრავს დამსაქმებელი.

მათი ცნობით, რეგისტრაცია შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში პორტალზე: https://workabroad.moh.gov.ge/

დროებითი სეზონური დასაქმება საქართველოსა და გერმანიას შორის დადებული შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 96
    რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეთ გერმანიაში სეზონური დასაქმებისთვის – რეგისტრაცია დაიწყოდღეიდან, 15 თებერვლიდან, საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით დასაქმებაზე რეგისტრაცია დაიწყო. დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს. გერმანიის შრომის ბაზარზე საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვით შეეძლებათ. სეზონური სამუშაოები 1 აპრილიდან დაიწყება. დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: 18 წლიდან 60 წლამდე ასაკის საქართველოს…
    Tags: დასაქმების, გერმანიაში, საქართველოს, რეგისტრაცია, ან, სეზონური, უნდა, ენის, შესაძლებელია, დასაქმება
  • 89
    საპატრიარქო წმინდა სინოდის განჩინებას ავრცელებსსაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინება გამოქვეყნდა.რომლის ტექსტსაც გთავაზობთ სრულად. „მიმდინარე წლის 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). 1.…
    Tags: და, საქართველოს, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 88
    "რას აღარ ვეცი და ამათი მოსაწონი მაინც ვერაფერი გავაკეთე"!ბოლომდე წაიკითხეთ - 22 წლის ასაკში პირველად გადავკვეთე საზღვარი ყირგიზეთისკენ და ბარემ ერაყში წათრეულიყო, უარესი ვერაფერი ნახაო? - მერე უკრაინაში დამაფინანსეს და პოსტ სსრკ-ს ვერ გაცდა ეს უბედურიო - 23 წლისამ ბინა ვიყიდე პლეხანოვზე და უფრო ძველი უბანი ვერაფერი ნახა, თავზე ჩამოენგრევაო - მეგრელი გოგო მომწონდა და პროვინციელი პროვინციელს ეტანებაო…
    Tags: და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 88
    ყველაზე ცნობილი ქართველი დედა-შვილებიდედა ყველა ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე მთავარი ადამიანია. დედის დღესთან დაკავშირებით კი გადავწყვიტეთ გაგახსენოთ ცნობილი დედები და მათი ასევე ცნობილი შვილები: ეკატერინე ჭავჭავაძე და სალომე დადიანი სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელი დედოფალი, ალექსანდრე ჭავჭავაძის ასული ეკატერინე ჭავჭავაძე 1839 წელს ცოლად გაჰყვა სამეგრელოს მთავრის მემკვიდრეს დავით ლევანის ძე დადიანს. აქტიურად მონაწილეობდა სამთავროს მართვა -…
    Tags: და, იყო, არ, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები