2021 წლის ქუჩის სტილი: გაზაფხულის საუკეთესო ვარიანტები

ცდებით, თუ ფიქრობთ, რომ თანამედროვე დიზაინერები აქცენტს რთულად აღსაქმელ და სუპერკრეატიულ ნიმუშებზე აკეთებენ.

სინამდვილეში, 2021 წლის გაზაფხულის ტრენდი ყველაზე მარტივი ნივთებია, როგორიცაა ჯინსები, პერანგები და საშუალო სიგრძის კაბები.

image

იდეალური ქუჩის სტილის რამდენიმე იდეა

 

ჯინსი და პიჯაკი

image

როგორ შევქმნათ საქმიანი ქალის სტილი? მარტივია, ამაში ცისფერი ჯინსი და ზეთისხილისფერი პიჯაკი დაგეხმარებათ. უფრო ელეგანტური სტილის შესაქმნელად მაღალქუსლიან ფეხსაცმელს უპირატესობა მიანიჭეთ. ასევე, ქამრით წელის გამოკვეთა არ დაგავიწყდეთ.

 

მიდი ქვედაბოლო და თეთრი პერანგი

image

მუხლს ოდნავ ქვემოთ ტყავის ქვედაბოლო და თეთრი პერანგი ძალიან ეფექტურად გამოიყურება. სტილი პერანგისფერი შარფით ან თავშალით დაასრულეთ. ფეხსაცმელებიდან აირჩიეთ ბალერინა ან დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი.

 

მიდი კაბა

image

რამდენიმე ნივთის ერთმანეთთან შეხამება რომ არ მოგიწიოთ, მხოლოდ ერთი კაბა აიღეთ. მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან ელეგანტურ ლუქს შექმნით. ასეთი სტილი შეგიძლიათ ოფისშიც ჩაიცვათ და პაემანზეც წახვიდეთ. აქსესუარები არ დაგავიწყდეთ. მონოქრომული სტილი შეგიძლიათ სხვა ფერის ჩანთით ან აქსესუარებით გააზავოთ.

 

სვიტერი და ქვედაბოლო

image

გრილ ამინდში თბილი სვიტერი საშუალო სიგრძის ქვედაბოლოს შეუხამეთ. პასტელურ ფერებზე შეჩერდით. კარგი ვარიანტი – კრემისფერი ან ატმისფერი. ასეთი ფერები სტილს აახლებს, ელეგანტურ და მოდურ სტილს ქმნის. სწორედ ისაა, რაც სამსახურისთვის გვჭირდება. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხამეთ.

 

კომბინიზონი

image

კიდევ ერთი კარგი მეთოდი, რომ ნივთების შეხამების პრობლემა თავიდან აიცილოთ – კომბინიზონი ჩაიცვით. მეგობრებთან სეირნობისას, ბუნებაში გასვლისას ჯინსის კომბინიზონი ჩაიცვით. უფრო საქმიანი ლუქისთვის ნაჭრის კომბინიზონი აირჩიეთ. კომბინიზონი კეტებს და ბოტასებს, ასევე მაღალქუსლიან ფეხსაცმელს შესანიშნავად უხდება.

 

უკან 90-იანებში

image

ვინ თქვა, რომ ჯინსის და მაისურის ერთად ჩაცმა არ შეიძლება ან რომ ასეთი ტანსაცმელი ოფისისთვის მიუღებელია? ჯინსის სამოსი ახლა ტრენდშია და თამამად შეგიძლიათ ჩაიცვათ.

 

იისფერი კარდიგანი

image

თუ ნეიტრალური ფერები არ მოგწონთ, უფრო კაშკაშა სტილი შექმენით. მაგალითად, იისფერი კარდიგანი მუქი ლურჯი ჯინსით და ქათქათა ტოპით. ასეთი ლუქი გამოგადგებათ კაფესა და რესტორანში, მეგობრებთან სეირნობისას ან რომანტიკული პაემნისთვის.

 

თეთრი შარვალი და პიჯაკი

image

თეთრი შარვალი ნებისმიერ სამოსს უხდება. თუ სამსახურში ან გასაუბრებაზე წასვლას აპირებთ, შეგიძლიათ ოვერსაიზ პიჯაკს შეუხამოთ.

 

კაბა და მაღალი ჩექმა

image

უნივერსალური სტილი, რომელიც ნებისმიერი შემთხვევისთვის გამოგადგებათ – კაბა და მაღალი ჩექმა ქუსლებზე. ლუქი ერთდროულად რომანტიკული და საქმიანი გახდება.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

„შანელის“ ჩანთების კოლექცია: მოდური კლასიკა

image

“ინტერმედია”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share