თბილისში, იოსელიანის სახელობის მძლეოსანთა სასახლემ , ზამთრის ღია ეროვნულ ჩემპიონატს ( დიდებში) უმასპინძლა, სადაც
მონაწილეობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანაბასთან არსებულმა მძლეოსანთა სექციის ნაკრებმა გუნდმა, მარინე კოტრიკაძის ხელმძღვანელობით მიიღო და საერთო ჯამში – ორი ოქრო, ოთხი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო მოიპოვა.
საქართველოს ჩემპიონის ტიტული და ორი ოქრო, მძლეოსნობის ორ სახეობაში ( ბირთვის კვრა 4 კგ. და ბადროს ტყორცნა 1 კგ. , მწვრთნელები დავით მანთიძე, მარინე კოტრიკაძე ) სოფიკო შათირიშვილმა მოიპოვა.
მეორე საპრიზო ადგილი და ვერცხლის მედალი, უროს ტყორცნაში ( 7 კგ. მწვრთნლი მ. კოტრიკაძე) გოგა ჭიხვარიამ აიღო.
ასევე ორი ვერცხლით დაბრუნდა შინ გიორგი დეკანოიძე. მან თავი სამხტომსა და სიგრძეზე ხტომაში გამოიჩინა. ( მწვრთნელი მ. კოტრიკაძე)
მეორე საპრიზო ადგილი და ვერცხლის მედალი აიღო , 1500 მ რბენაში , ანანო ცინცაძემ ( მწვრთნელი მ. კორტიკაძე)
რაც შეეხება მესამე საპრიზო ადგილს და ვერცხლის მედალს, მისი მფლობელი, ბადროს ტყორცნაში ( 1 კგ მწვრთნელი მ. კოტრიკაძე ) ქეთევან მამალაძე გახდა.