თუ შოპინგზე სიარულია, ყველანი ვივლით შოპინგზე და არა კალაძე მისი ცოლი, შვილები და შვილიშვილები. არ მინდა ვინმეს პიროვნული შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ თქვენ რით ხართ ნაკლები? თქვენ რატო უნდა შეჰყურებდეთ მათ,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა საჩხერეში მხარდამჭერებთან ონლაინ ჩართვის დროს განაცხადა.
მისი თქმით, თითოეული მოქალაქე იმსახურებს იგივეს.
„თქვენ რატომ უნდა შეჰყურებდეთ მათ რაღაცა ბულვალური ქრონიკებიდან და facebook-იდან“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში საჩხერეში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი კაპანაძე წარადგინა.