დაახლოებით რომ ავხსნათ ახლა რაც გვჭირს, წარმოიდგინეთ შემდეგი სურათი: თქვენ და ცოტა რომ არ გევასებათ ერთმანეთი, ისეთმა ტიპებმა, გადაწყვიტეთ ჯოკერის თამაში წყვილებში. თამაშის დასაწყისში შეთანხმდით, რომ ხიშტი -200-ია, მაგრამ თქვენ მოწინააღმდეგეს, რომელიც თქვენზე ძლიერია და დიდი ხელკეტი უდევს მაგიდაზე, არ მოსწონს რომ იხიშტება და ხიშტზე 200-ს არ იშლის, ხოლო, როცა თქვენ იხიშტებით, შეთანხმებული -200-ის ნაცვლად, -900-ს გიწერთ. თუ თვითონ გადის პრემიაზე, უმაღლეს ქულას გიშლით და თვითონ იორმაგებს, ხოლო თუ თქვენ გახვედით – არც იშლის და არც გიორმაგებთ. როცა თქვენ ამას აპროტესტებთ, ხელკეტს გირტყამთ და გაიძულებთ თამაშის წესების უგულვებელყოფას შეეგუოთ. ბოლოს თქვენ ძალიან ბრაზდებით და ამბობთ რომ ასე თამაში აღარ გინდათ, ის კი ნაცვლად იმისა, რომ ბოლოსდაბოლოს რამე წესი დაიცვას, თქვენი პარტნიორი გაჰყავს გვერდით ოთახში, ფიზიკურად უსწორდება, იქ კეტავს და გეუბნებათ, რომ იქიდან არ გამოუშვებს, სანამ მისი წესებით თამაშს არ დათანხმდებით. ბოლოს თქვენ საშველად ეძახით მეზობელს, რომელიც უფრო ძლიერია და უფრო დიდი ხელკეტი აქვს და ბოლოსდაბოლოს, ის თქვენ მოწინააღმდეგეს ეუბნება, რომ თუ უპირობოდ არ დააბრუნებს მაგიდასთან თქვენ მეწყვილეს და შეთანხმებული წესებით თამაშს არ განაგრძობს, თავზე გადაამტვრევს იმ ხელკეტს. ესაა რაც ხდება დაახლოებით.