პარლამენტთან აქციაზე უკვე 7 ადამიანია დააკავებული

პარლამენტთან აქციაზე 7 ადამიანი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არიან დაკავებული, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

პარლამენტთან ოპოზიციის აქცია-პიკეტი მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელთან პოლიცია დგას. აქციის მონაწილეების ნაწილმა სავალ გზაზე დადგომა სცადეს, მათ ამის უფლება სამართალდამცველებმა არ მისცეს და ერთი პირი ადგილიდან გაიყვანეს.

ოპოზიცია ხაზგასმით აცხადებს, რომ დღევანდელი აქცია-პიკეტი მშვიდობიანია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share