ცხოველთა უფლებების დამცველი ტასო ლოსაბერიძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გურიაში იყო და მიუსაფარი ცუგები მოინახულა, ზოგი დააპურა, ზოგს კი თავშესაფარი მოუძებნა, სოციალურ ქსელში, ნასაკირალის უღელტეხილზე მცხოვრები “ბალონკის” ჯიშის ძაღლის ფოტო- ვიდეომასალას ავრცელებს და თხოვს მოსახლეობას ვინმემ შეიფაროს, რადგან იმ სიცივეში ცხოვრება ძაღლისთვის შესაძლოა სიკვდილის მიზეზიც გახდეს. ტასოს პოსტს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, მათშორის ისეთები, რომლებიც ძაღლის გრუმინგის, აცრის და 6 თვე კვების ხარჯებს დააფინანსებენ. გთავაზობთ ტასოს ფეისბუკ პოსტს უცვლელად:
“გთხოვთ გააზიარეთ
1 გაზიარებამ შეიძლება მიაღწიოს იმ ადამიანამდე ვინც ცხოვრებას გაულამაზებს ამ უბედურს.
ნასაკირალის უღელტეხილზე ცხოვრობს, სადაც დიდი დღე არ უწერია.
ან შიმშილი მოკლავს, ან მანქანა, ან ყინვა.
მართლა არ ვაჭარბებ, საშინელი ადგილია და სახლის ძაღლი იქ ვერ გაუძლებს.
ძალიან დასტრესილია, წინაზე ვერ დავიჭირე, მაგრამ თუ აყვანის მსურველი გამოჩნდება, მზად ვარ წავიდე, დავიჭირო და სადაც მეტყვის მივუყვანო
არის ძალინ გაუბედურებული, მოსაწერიგებელი და გასაკრეჭი. სამწუხაროდ სქესი არ ვიცი.
ოდნავ სტანდარტულ ბალონკაზე დიდი ტანისაა.
როცა დაიბანება და მოწესრიგდება, ამაზე ლამაზი ცუგა არ იარსებებს,
თუ ვინმეს გენდომებათ, გთხოვთ მომწერეთ.”- წერს ცხოველთა უფლებადამცველი.
თუ გურიაში ვინმე აღმოჩნდებით ძაღლის აყვანის მსურველი, გთხოვთ მოგვწეროთ.
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი