საქსტატი: წლიურად ზეთი 34%-ით გაძვირდა, შაქარი – 14%-ით, პური – 9%-მდე

თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1% შეადგინა, ხოლო წლიურმა ინფლაციამ – 3.6%.

კვლევას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

ქვემოთ მოცემულია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ტიპების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში წინა წლის თებერვალთან შედარებით:

საქსტატი

წლიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ სასურსათო საქონელზე:

ზეთი და ცხიმი – 34.3%

შაქარი და სხვა ტკბილეული – 14.1%

თევზეული – 10.6%

პური და პურპროდუქტები – 8.7%

რძე და რძის ნაწარმი – 6.4%

 

სურსათის გარდა, წლიური 3.2%-იანი ინფლაციის ფორმირებაზე გავლენა იქონია ჯანდაცვის ხარჯების ზრდამ – 9.8%, ავეჯისა და საოჯახო ნივთების გაძვირებამ – 12.3% და სამთავრობო სუბსიდირების ფონზე, კომუნალური გადასახადების 21.2%-იანმა გაიაფებამ.

ყოველთვიური ინფლაციის დონე პერიოდების მიხედვით ასე გამოიყურება:

საქსტატი

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share