ენმ – ძალა ერთობაშიას წევრი, რომან გოცირიძე პარტიების განახლების შესახებ პოლიტიკურ დისკუსიას ეხმაურება: “ასაკი მენტალობაა და არა ფიზიკა.
პოლიტიკური ასაკიც მენტალობაა და არა კალენდარზე გამოსახული რიცხვები.
ერთ რამეში ვეთანხმები დავით ბერძენიშვილს, რომ დროა ახალგაზრდა თაობა გამოვიდეს პოლიტიკურ სარბიელზე. ეს ასავე საყვედურია ჩვენი თაობის მიმართ, რომელმაც მეტი ვერ შეძლო.
არ ვეთანხმები იმაში, რომ ძველებმა გვერდზე გაიწიონ და ახლებს დაუთმონ ადგილი. ახლებმა კონკურენციით უნდა აჯობონ ძველებს. “ახალ თაობად” პოლიტიკოსები ვერ დაინიშნებიან, ახალი თაობა იწრთობა რეალურ პოლიტიკურ პროცესში: წიგნთან, მასმედიაში, ქუჩაში. ამის კარგი მაგალითია “გავრილოვის ღამის” ახალგაზრდები, საიდანაც უკვე ჩანს რამდენიმე მომავალი კარგი პოლიტიკოსი.
გზას არავინ დაგითმობს. უნდა დაიმსახურო”.-გოცირიძე.