ასეთი თვალსაჩინო უკუსვლა, ქვეყანას ავტორიტარიზმთან აახლოებს – Civil Society Forum მელიაზე

“აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი” და “აღმოსავლეთ პარტნიორობის ორგანიზაციის საქართველოს ეროვნული პლატფორმა” გმობენ “ნაცინალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას. ისინი დაპირისპირებულ მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებენ, იმავდროულად ურჩევენ ხელისუფლებას განიხილოს ვადამდელი არჩევნების საკითხი და გაათავისუფლოს ნიკა მელია.

მიმართვის ავტორები აცხადებენ, რომ ოპოზიციონერი ლიდერის დაკავება – როცა პოლიციამ ძალადობრივად დაარბია “ნაციონალური მოძრაობის” ოფისი და გაამწვავა პოლიტიკური კრიზისი, განხეთქილების შემომტანი გადაწყვეტილება იყო, რომელიც უბრალოდ შეუძლებელს ხდის დიალოგს.

“საქართველო მრავალი წლის მანძილზე იყო დემოკრატიისა და თავისუფების მაგალითი რეგიონში, ჩემპიონი ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე და ასეთი თვალსაჩინო უკუსვლა ქვეყანას, ავტორიტარიზმთან აახლოებს, რაც არ ემსახურება საქართველოს ევროკავშირისკენ მისწრაფებას”, – წერია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებასა და ქვეყანაში პოლიტიკური კირიზისის გამწვავებას არაერთი სართაშორისო პარტნიორისგან კრიტიკა მოჰყვა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share