რისი გაკეთება სურთ სოფელში, ძიმითის და ნაგომარის მოასახლეობას

დღეს, ძიმითისა და ნაგომრის ტერიტორიულ ერთეულებში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა.
ოზურგეთის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელთნ, გიორგი ინწკირველთან ერთად, მოსახლეობასთან კრება-კონსულტაციები ჩაატარა.
შეხვედრაზე, მერმა ადგილობრივებს აღნიშნული პროგრამით დასაფინანსებელი პროექტები გააცნო, ადგილობრივებმა კი კენჭისყრის საშუალებით გადაწყვეტილებები მიიღეს: ძიმითში, წყლის სისტემის მოწესრიგებაზე შეთანხმდნენ, ხოლო ნაგომარში, სოფლის კლუბის გადახურვა აირჩიეს.
შეგახსენებთ, რომ ყოველ წელს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მუნიციპალიტეტში, მოქალაქეთა აქტიური თანამონაწილეობით ხორციელდება და მიზნად ისახავს საერთო გადაწყვეტილების შედეგად, პრიორიტეტული პროექტების გამოვლენას.
მოსახლეობასთან შეხვედრები, 4 მარტს დასრულდება.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share