ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ცოტა ხნის წინ, Facebook-ის გარეკანის, ფოტო განაახლა.
გარეკანის ფოტოს შეცვლაში ახალია არაფერია, მაგრამ საყურადღებოა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, საქართველოში ვიზიტის დროს გადაღებული ფოტო შეარჩია.
ფოტო საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში, ხურვალეთშია გადაღებული.
შარლ მიშელის მხარდასაჭერ ჟესტს გამოხმაურებები უკვე მოჰყვა.
ცნობისთვის, შარლ მიშელი საქართველოს 1-ელ მარტს სტუმრობდა. ის მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. ასევე, სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარებას გაეცნო.