“დასავლეთის მხარდაჭერა, ჩართულობა, პრინციპულობა რომ არაა დამოკიდებული საშინაო ქუჩის პროტესტის მასშტაბზე, დადასტურდა”.-წერს “რესპუბლიკური” პარტიის წევრი დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში:
“დასავლეთის მხარდაჭერა, ჩართულობა, პრინციპულობა რომ არაა დამოკიდებული საშინაო ქუჩის პროტესტის მასშტაბზე, დადასტურდა.
ხელისუფლება კვლავ მოტყუვდა მის ფუჭ მოლოდინში.
ევროპის საბჭოს პრეზიდენტის სტატუსიც და კვალიფიკაციაც რომ მაღალია, ვხედავთ მთელი დღეა – საოკუპაციო ხაზზეც და პოლიტიკურად შუაზე გახერხილი საქართველოს დიალოგის რეჟიმში გადაყვანის უზრუნველყოფითაც.
ნამდვილად გაგვიმართლა ქართულ პოლიტიკას და ქვეყანას, პატარა ბენილუქსის დიდი ევროპელი ლიბერალი პოლიტიკოსები – ყველაზე მკაფიო, პრინციპული და გონივრულად კომპრომისული ჰანს ვან ბაალენი და შარლ მიშელი რომ ევროპელი ლიბერალების ლიდერი და ევროკავშირის პრეზიდენტია დღეს”.-წერს ბერძენიშვილი.