ევროკავშირი „მწვანე პასპორტის“ დანერგვას 17 მარტიდან დაიწყებს

ევროკავშირი ციფრული „მწვანე პასპორტის“ დანერგვას 17 მარტიდან შეუდგება, რაც ევროკავშირის მოსახლეობას ზაფხულის განმავლობაში უფრო თავისუფლად მოგზაურობის საშუალებას მისცემს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ციფრული „მწვანე პასპორტები“ იმის მტკიცებულება იქნება, რომ ადამიანმა ნამდვილად გაიკეთა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა.

„ციფრული მწვანე პასპორტის შექმნის მიზანი ტურისტული ან სამსახურეობრივი საქმისთვის მოქალაქეების ევროკავშირში ან საზღვარგარეთ უსაფრთხო გადაადგილებაა“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ის ეცდება თავიდან აიცილოს იმ მოქალაქეების დისკრიმინაცია, რომლებსაც ვაქცინა არ მიუღიათ.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის რამდენიმე წევრი სახელმწიფო, განსაკუთრებით ისინი, რომელთა ეკონომიკაც დიდწილად ტურიზმზეა დამოკიდებული, მხარს უჭერს აცრილი მოქალაქეებისთვის მოგზაურობის აღდგენას, მათ შორის არის საბერძნეთი, კვიპროსი, ესპანეთი.

გასულ კვირას ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა ევროკავშირს „მწვანე პასპორტის“ დაუყოვნებელი დანერგვისკენ მოუწოდა. მისი განცხადებით, თუ „მწვანე პასპორტი“ ევროკავშირის სრულ მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, მაშინ ავსტრია თანამოაზრეების მოძებნას, როგორც მეზობელ, ასევე არამეზობელ ქვეყნებთან შეეცდება.

https://bm.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 90
    10 პროდუქტი, რომელიც იანვარში გაიაფდა2021 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.8 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის იანვარში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.8 პროცენტი შეადგინა. „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ 10 საკვებ პროდუქტს, რომელიც იანვარში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაიაფდა:…
    Tags: საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, სოციალური, ქსელი
  • 90
    ბედნიერი ადამიანის 7 საიდუმლო1. არ იფიქროთ იმაზე, რას ფიქრობენ თქვენზე სხვები – თავისფლების საიდუმლო 2. აზრები აუცილებლად მატერიალიზდება – სასურველის შექმნის საიდუმლო 3. შეიყვარეთ და მიიღეთ თქვენი სხეული – სილამაზის საიდუმლო 4. არ გაკიცხოთ და გააკრიტიკოთ როგორც, საკუთარი თავი, ასევე სხვები – მეგობრობის საიდუმლო 5. გაეცით სიყვარული და ნუ ეცდებით საყვარელი ადამიანების შეცვლას – სიყვარულის საიდუმლო 6. თავიდან ისწავლეთ გაცემა და მერე მიღება – სიმდიდირის საიდუმლო 7. ნაკლები იფიქრეთ,…
    Tags: არ, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, სოციალური, ქსელი
  • 90
    მაკო გომურის მიმართვა ხელისუფლებას და ელისაშვილსმაკო გომური, რომელმაც 20 ივნისის სისხლიან ღამეს, სპეცრაზმელის ნასროლი ტყვიით თვალი დაკარგა, მკურნალობის კურსის გასაგრძელებლად საზღვარგარეთ გამგზავრებას ვერ ახერხებს. ამის შესახებ მაკო გომური "ფეისბუქ" პოსტს აქვეყნებს, საიდანაც ვიგებთ, რომ უკვე 1 თვეა არავინ გამოჩნდა ჯანდაცვის სამინისტროში, ვინც მისი გამგზავრების საკითხს მოაგვარებდა. ამასობაში კი როგორც მაკო წერს, თვალის პროთეზი დაუზიანდა და…
    Tags: არ, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, სოციალური, ქსელი
  • 90
    ,,ჩავუსაფრდი და ვუთხარი, რომ..."ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი თემურ წიკლაურთან გაცნობას იხსენებს: ,,ჩავუსაფრდი და ვუთხარი, რომ..." "მე და თემურ წიკლაური ვახლობლობდით. ჩვენი დედები ნათესავებია, მაგრამ მე მას არ ვიცნობდი და 17 წლის ბიჭი ჩავუსაფრდი ფილარმონიის უკანა კარების  გამოსასვლელთან. მისი კონცერტი იყო ანშლაგით მაშინ, გრგვინავდა "ივერია" და თემურ წიკლაური მთელი საბ ჭოთა კავშირის მასშტაბით.…
    Tags: ის, რომ, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, სოციალური, ქსელი