ჩვენს ოპონენტებს მოლაპარაკების მხარედ არ განვიხილავ- ვოლსკი ოპოზიციაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი აცხადებს, რომ ოპოზიციას მოლაპარაკების მხარედ არ განიხილავს. ამის მიზეზად მან ოპოზიციის ხელწერა დაასახელა, რომელიც, მისივე შეფასებით, აგრესიულია და უსაფუძვლო განცხადებებს ეფუძნება.

გია ვოლსკიმ ეს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადების შეფასების შემდეგ თქვა.

“რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, მე მგონია, რომ დაბალანსებულია განცხადება. რასაკვირველია, ორივე მხარეს თავისი არგუმენტი ექნება, მაგრამ, მე არ განვიხილავ ჩვენ ოპონენტებს მოლაპარაკების მხარედ, ვინაიდან, სხვა ხელწერა, თუ არა პიკეტირება, თუ არა აგრესიული დამოკიდებულება, თუ არა უსაფუძვლო განცხადებები, არ გააჩნიათ”, — აცხადებს ვოლსკი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share