ავტომობილები, ხორცი, სიმინდი, ტანსაცმელი – ტოპ-10 პროდუქტი, რასაც ვყიდით და ვყიდულობთ აფრიკაში

2020 წელს საქართველომ სამხრეთ აფრიკისგან 8,461 მლნ დოლარის პროდუქტი შეიძინა. რაც შეეხება ექსპორტს, საქსტატის მონაცემებით, აღნიშნულ ქვეყანაში საქართველომ 626,8 ათასი აშშ დოლარის პროდუქტი გაყიდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა იმ პროდუქტების ჩამონათვალით, რასაც ვყიდით და ვყიდულობთ აფრიკაში.

2020 წელს სამხრეთ აფრიკიდან იმპორტირებული ტოპ-10 პროდუქტის ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • მსუბუქი ავტომობილები – 5, 394 მლნ აშშ დოლარი
  • მანგანუმის მადნები და კონცენტრატები – 1, 941 მლნ აშშ დოლარი
  • ახალი ან გამხმარი ციტრუსების ნაყოფი – 399 240 აშშ დოლარი
  • გრაფიტი – 288 970 აშშ დოლარი
  • სიმინდი- 79 950 აშშ დოლარი
  • ახალი, გაცივებული ან გაყინული ღორის ხორცი – 60 740 აშშ დოლარი
  • ადამიანის და ცხოველის სისხლი სამედიცინო მიზნებისათვის; იმუნური შრატები – 56 010 აშშ დოლარი
  • ტრაქტორები და უნაგირა საწევარები – 34 070 აშშ დოლარი
  • თუთქი, რომელიც რჩება მერქნის ცელულოზის დამზადებისას – 33 840 აშშ დოლარი
  • შინაური ფრინველის ახალი, გაცივებული ან გაყინული ხორცი და კვების სუბპროდუქტები – 25 550 აშშ დოლარი

რაც შეეხება საქართველოდან აფრიკაში ექსპორტირებულ პროდუქტებს, ჩამონათვალი ასეთია:

  • მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ხელსაწყოები და მოწყობილობები – 210 300 ათასი აშშ დოლარი
  • ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები – 191 470 აშშ დოლარი
  • ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები, სხვა წესით დამზადებული ან დაკონსერვებული – 83 900 აშშ დოლარი
  • მსუბუქი ავტომობილები – 75 940 აშშ დოლარი
  • თხილი და სხვა კაკალი – 59 900 აშშ დოლარი
  • მცენარეები პარფიუმერიის, ფარმაცევტული და ანალოგიური მიზნებისათვის – 3 980 აშშ დოლარი
  • მამაკაცის ან ბიჭის კოსტუმები, კომპლექტები და სხვა – 700 აშშ დოლარი
  • ქალის ან გოგონას კოსტუმები, კომპლექტები, კომბინეზონები, ბრიჯები და შორტები, – 360 აშშ დოლარი
  • ტრიკოტაჟის ქუდები და სხვა თავსაბურავები – 110 აშშ დოლარი
  • სხვა ნაბეჭდი პროდუქცია, ნაბეჭდი რეპროდუქციებისა და ფოტოგრაფიების ჩათვლით – 60 დოლარი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 95
    "ეს ოკუპანტის "მეოცნებე", "პოზორნი" ხელისუფლება უკომპრომისო თანმიმდევრული ბრძოლით შეიძლება "გაისტუმრო""დიახ უმაგრესი და სამართლიანი რეაქცია გვქონდა პუტინის "პროპაგანდისტის", ქართული მთლიანი სახელმწიფოს წინააღმდეგ ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების ავტორის მიმართ, რომელიც კომენდანტის საათის დარღვევით გაღატაკებულ , "გამომწყვდეულ" საქართველოში 50 კაცით ,საგრიალოდ ჩამოფრინდა და ჩვენ არ დავხვდით ხელგაშლილები , როგორც ყოველთვის და ელარჯი” არ ვაჭამეთ, არც ვიღაც მასპინძელ "პევიჩკას" შეარგეს ვაჟკაცებმა და პატრიოტმა ადამიანებმა ,დაგეგმილი…
    Tags: და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 95
    "განვიხილეთ მე-10 მოწვევის პარლამენტის პრიორიტეტები და თანამშრომლობის შესაძლებლობები"-თალაკვაძე"პოზიტიური სამუშაო შეხვედრა გვქონდა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელთან საქართველოში, პიტერ ვიბლერთან და USAID-ის გუნდთან. განვიხილეთ მე-10 მოწვევის პარლამენტის პრიორიტეტები და თანამშრომლობის შესაძლებლობები".- წერს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.
    Tags: და, აშშ, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 95
    „მაქვს დაზიანება როგორც თავზე, ასევე სხეულის სხვდასხვა მიდამოში"ჟურნალიტი ვახო სანაია  თავდასხმის დეტალებს ყვება. „მაქვს დაზიანება როგორც თავზე, ასევე სხეულის სხვდასხვა მიდამოში. წუხელ დაახლოებით პირველის ნახევარზე ჩემი მეუღლე, ჩემი შვილი და ძიძა და ჩვენი ოჯახის კიდევ ერთი წევრი ჩამოვიდნენ თურქეთიდან, ბავშვი იყო სამკურნალოდ წაყვანილი და აეროპორტში დავხვდით, შემდეგ აეროპორტიდან წამოვედით ვაკეში, იქ დავტოვეთ ერთი ადამიანი და უკან უნდა ამოვბრუნებულიყავით, …
    Tags: და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 95
    "რატომ ვუჭერ მხარს სააკაშვილს?" - რას ამბობს ბუბა კიკაბიძერუსული ყოველკვირეული გაზეთის - "სობესედნიკის" ("Собеседник") მე-15 ნომერში (20 აპრილი) გამოქვეყნებულია ინტერვიუ ვახტანგ კიკაბიძესთან სათაურით - "პუტინისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი მისი ამბიციებია", რომელშიც იგი მრავალ საკითხზე საუბრობს და თავის თვალსაზრისს გამოხატავს. როგორც რუსი ჟურნალისტი ოლეგ პერანოვი წერს, "ცნობილ საბჭოთა არტისტს, ჩვენს სახალხო "მიმინოს" - ვახტანგ კიკაბიძეს ბევრჯერ გაუკრიტიკებია რუსეთის ხელისუფლება 2008…
    Tags: და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა