“დედაჩემი იტყოდა ხოლმე, როცა ძალიან იყო რამით შეწუხებული, ისე ვარ, დანა რომ დამარტყა, სისხლი არ გამომივაო. ასე ვრ ეხლა მეც – სისხლგამშრალი.
დღეს დედის დღეა, არაფერს დავწერ. ხვალ იყოს.
მხოლოდ ერთს ვიტყვი – ნუ იქნებით გულბრყვილოები და ნუ იფიქრებთ, რომ რაიმე გავლენა ბორია ივანაშვილის თოჯინაზე პატრიარქმა მოახდინა. პატრიარქს მხოლოდ მოახსენეს ჭორვილელი პატარა ცახესის სურვილი, მაგრამ უმთავრესად სწორედ იმიტომ იყო იქ მისვლა საჭირო, რომ ხალხს, გაღატაგებულ, დამშეულ, დაჩლუნგებულ მრევლს ასე ეგონოს – ეს არის მათი სათყვანო პატრიარქის, და არა ჭორვილელი გველის სურვილი. ის ხომ “წასულია” პოლიტიკიდან.”-ასე ეხმაურება ამერიკაში მცხოვრები პროფესორი დოდონა კიზირია “ოცნების” ხელისუფლების მიერ ბოლო ორ დღეში შეცვლილ რიტორიკას.