უილსონი: ქართველებისთვის ცხადია, რომ მათი ინსტიტუტები არ მუშაობს

საქართველოში მიმდინარე მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმიანება ამერიკული ანალიტიკური ინსტიტუტის Atlantic Council-ის აღმასრულებელი ვიცეპრეზიდენტი, დეიმონ უილსონი. ის Atlantic Council-ის ონლაინ ვებინარზე სიტყვით გამოვიდა.

ჩვენ აქ ვართ ბევრ მეგობართან ერთად, რათა განვიხილოთ საქართველოს დემოკრატიის და სტრატეგიულ დასავლეთში ინტეგრაციის მომავალი, რადგან საბოლოოდ ეს ორი საკითხი შინაგანად დაკავშირებულია… ჩვენ გვინდა, რომ ეს საუბარი ფოკუსირდეს იმაზე, თუ რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლიათ ქართველებს, რომ შეასწორონ, ხელი შეუწყონ და ძირი არ გამოუთხარონ ქვეყნის გზას გახდეს ტრანსატლანტიკური ალიანსის დემოკრატიული წევრი.

ეს კრიტიკული მომენტია საქართველოსთვის… ჩვენ მივესალმებით დიალოგს, რომელიც დაიწყო და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის, ვიზიტს. ტაშს ვუკრავთ მთავრობას და ოპოზიციას მონაწილეობისთვის და ევროკავშირს ასეთი კონსტრუქციული ჩართულობისთვის. მსოფლიო ახლოდან აკვირდება, თუ რა მოხდება შემდეგ. ქართველებს, ორივეს, მთავრობას და ოპოზიციას, აქვთ გამბედაობა, რომ ზღვრიდან უკან დაიხიონ და ამ დავაში ერთად იმუშაონ.

23 თებერვალს ბევრმა ჩვენგანმა ვნახეთ ვიდეოები, სადაც ჩანდა, რომ საქართველოს პოლიციამ გაარღვია ბარიკადები, რათა შეჭრილიყო ოპოზიციური პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შენობაში და დაეჭირა ლიდერი, ნიკა მელია, რამაც სწრაფად გამოიწვია ეს უკანასკნელი კრიზისი. მაგრამ წინამორბედი [ამბები] უფრო ღრმაა. გასულ შემოდგომას საპარლამენტო  არჩევნები ჩატარდა იმ პროცედურების თანახმად, რომელზეც ყველა მხარე თვეების განმავლობაში გამართული მოლაპარაკების შედეგად შეთანხმდა. საერთაშორისო დამკვირვებლებმა თქვეს, რომ არჩევნებმა ხარვეზებით ჩაიარა, თუმცა შეაჯამეს, რომ არჩევნები იყო ლეგიტიმური და ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო. სამწუხაროდ, ოპოზიციურმა პარტიებმა შედეგები არალეგიტიმურად შეაფასეს და ბევრმა პარლამენტის სესიას ბოიკოტი გამოუცხადა. თუმცა, ეს არ ამართლებს [მელიას] დაკავებას ან იმას, თუ სად ვართ დღეს ჩვენ. როგორც ამერიკელები, ჩვენ გვესმის, თუ როგორი რთულია, რომ დემოკრატიამ იმუშაოს. ჩვენ გვქონდა ჩვენი გამოწვევები გასულ კვირებში და თვეებში და ამ საუბარში ჩვენი თავმდაბლობით ვერთვებით. თუმცა, ქართველებისთვის ცხადია, რომ მათი ინსტიტუტები არ მუშაობს და ინსტიტუტები არ მუშაობს ვაკუუმში. ეს ადამიანები აცოცხლებენ სამართლის უზენაესობის ცნებას და არა უბრალოდ კანონით მართვის ან კანონის გარეშე მართვის ცნებებს. ამიტომ, ქართველი პოლიტიკური აქტორები აწყდებიან კითხვას, შეუძლიათ თუ არა თავიანთი ქვეყნის ინტერესები პოლიტიკურ და პირად ინტერესებზე მაღლა დააყენონ.  საქართველოს გულისთვის, მჯერა, რომ ეს შესაძლებელია. ფაქტობრივად, ეს არის პრერეკვიზიტი რომ საქართველოს კვლავ ჰქონდეს ორპარტიული მხარდაჭერა, რაც ჩრდილოეთ ამერიკაში და ევროპაში აქვს. დისფუნქციურობა მხოლოდ აზიანებს ქართველებს, NATO-სა და ევროკავშირში სკეპტიკოსებს მიზეზს აძლევს და ეხმარება კრემლის ძალისხმევას დათესოს უთანხმოება და შეაკავოს საქართველოს მისწრაფებები, შეუერთდეს NATO-სა და ევროკავშირს. ამიტომ, დემოკრატიისთვის თავდადება არის თავდადება საერთო წესებისთვის, რაც მისადაგება ყველას და საქართველოს ინტეგრაცია NATO-სა და ევროკავშირში მოითხოვს ამ წესებისთვის მოსმენას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 99
    ჯონსონმა, შაჰინმა და რიშმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია სენატს გაუგზავნესამერიკის შეერთებული შტატების სენატში შევიდა რეზოლუცია, რომელიც საქართველოში 19 აპრილს პოლიტიკურ პარტიებს შორის ხელმოწერილი შეთანხმების სრულად შესრულების მხარდაჭერას გამოხატავს. რეზოლუციის ავტორი სენატის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის უფროსი რესპუბლიკელი წევრი, რონ ჯონსონია, ხოლო სპონსორები სენატორები ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში არიან. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი დასრულებას, ასევე ტერიტორიულ…
    Tags: და, საქართველოს, რომ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 99
    რას მოუტანს საქართველოს სტარასბურგის გადაწყვეტილება- ლია მუხაშავრიას განმარტება2021 წლის 21 იანვარი საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანეს თარიღად დარჩება - საქართველომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში რუსეთს სამართლებრივი დავა მოუგო. „2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია. სასამართლოს დიდი პალატის…
    Tags: და, რომ, ეს, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 99
    აშშ-ის ახალ კონგრესში ადამ კინზინგერმა და ჯერი კონოლიმ „საქართველოს მხარდასაჭერი აქტი“ დააინიცირესამერიკის შეერთებული შტატების ახალ კონგრესში საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეების, ჯერი კონოლისა და ადამ კინზინგერის მიერ „საქართველოს მხარდაჭერის აქტის“ ინიცირება მოხდა. „ამერიკის ახალი კონგრესის მხრიდან განგრძობითი და ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს და მადლობას ვუხდით ჩვენს მეგობრებს“, – აღნიშნავენ საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეები და ხაზს უსვამენ საქართველოს ერთგულებას დემოკრატიული ღირებულებების…
    Tags: და, საქართველოს, რომ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 99
    "წერეთელი-ეს ავაზაკი და თაღლითი იგინებოდა ნონა იმნაძე უნდა მოვხსნაო"-რა ხდება ლანჩხუთში?"ეს წერეთელი, ეს თაღლითი კაცი, ნონა იმნაძეს მოვხსნიო იმუქრება და იქ თეატრში, სხვების თანდასწრებით მაგინებდა თურმე... ეს უზრდელი, რომ კითხო გენიოსია და ყველაფერი იცის. ფულის კეთება იცის როგორც ჩანს მარტო"-გვიყვება ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის გამგე, ნონა იმნაძე კულტურის გაერთიანების ხელმძღვანელ, დავით წერეთელზე, რომელსაც აღნიშნულ დაწესებულებაში დანიშვნის დღიდან არა ერთი უკმაყოფილო და…
    Tags: და, ეს, რომ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა