ტრაგედია ჯარში-რიგითმა ჯარისკაცმა მორიგეობის დროს თავი მოიკლა

ტრაგედია ჯარში – თავდაცვის სამინისტრო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

„მიმდინარე წლის 3 მარტს, მე-4 მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურემ, I კლასის რიგითმა ჯ.ძ.-მ განწესში მორიგეობის დროს თვითმკვლელობის მიზნით, თავისივე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა.

სამხედრო მოსამსახურე დაუყონებლივ გადაიყვანეს საავადმყოფოში შესაბამისი სამედიცინო მომსახურების აღმოჩენის მიზნით, თუმცა სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდართან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის მიერ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით მომხდარი შემთხვევა სავარაუდოდ, ოჯახურ პრობლემებს უკავშირდება.
თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნული ტრაგიკული ფაქტის გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share