რატომ მოიკლა თავი სამხედრო მოსამახურემ- ახალი დეტალები

სამხედრო მოსამსახურემ გუშინ გვიან ღამით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს თვითმკვლელობის მიზნით თავისივე ავტომატური იარაღიდან გაისროლა.

ჯარისკაცი დაუყონებლივ გადაიყვანეს საავადმყოფოში შესაბამისი სამედიცინო მომსახურების აღმოჩენის მიზნით, თუმცა სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„როგორც ვიცით ეს უბედური შემთხვევა მეგობარ გოგოსთან დაკავშირებით მოხდა, [ჯარში] ანერვიულების ფაქტის არანაირი შემთხვევა არ ყოფილა, პირიქით ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა ბიჭებთანაცსერჟანტებთანაცოფიცრებთანაც“, – განაცხადა გარდაცვლილი სამხედროს ძმამ „ქრონიკასთან“.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მიმდინარე წლის 3 მარტს, მე-4 მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურემ, I კლასის რიგითმა ჯ.ძ.-მ განწესში მორიგეობის დროს თვითმკვლელობის მიზნით, თავისივე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა გასროლა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაა დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share