ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელებას ყოველთვის უჭერდა მხარს და ვითარება არც მომავალში შეიცვლება. ღარიბაშვილის თქმით, მთავრობამ ანაკლიის პორტისთვის უახლოეს მომავალში ახალი ინვესტორის ძიებას დაიწყებს.
“მთავრობას ყოველთვის უპრეცედენტო მხარდაჭერა ჰქონდა გამოხატული ანაკლიის პროექტის მიმართ. ჩვენმა ხელისუფლებამ როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ დონეზე ანაკლიის პროექტს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. მეხრე მოწვევის პარლამენტმა კონსტიტუციაში შეიტანა ანაკლიის პორტი, როგორც განსაკუთრებული პრიორიტეტი. ჩვენ ახალი პოტენციური ინვესტორის შერჩევის პროცესს დავიწყებთ უახლოეს მომავალში. ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი სატენდერო სამსახური დაიწყებს კანონით გათვალისწინებულ პროცედურებს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტრო, პოტენციური ინვესტორის მოსაძიებლად, საერტაშორისო კონსულტანტსაც დაიქირავებს.