ლანჩხუთში, ბარათაშვილის ქუჩაზე წყლის მრიცხველები მოიპარეს.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, დილით წყალი აღარ მოდიოდა და როცა შეამოწმეს მრიცხველები დახვდათ მოპარული. წაღებული 15-მდე წყლის მრიცხველი.
როგორც “გურიის მოამბეს” შს-ს პრეს სამსახურში უთხრეს, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება 177-ე ქურდობის მუხლით დაიწყო.