საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა,რომ 2024 წლისთვის საარჩევნო ბარიერის საკითხს, მმართველი გუნდი თანახმაა ბარიერის 5-დან 3 პროცენტამდე დაწევაზე.
“რაც შეეხება ბარიერის საკითხს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ჩვენ თანახმა ვართ 5-დან 3 პროცენტამდე ჩამოწევაზე. ამ კუთხით გარანტირებულია ჩვენი მხარდაჭერა, თუ შესაბამისი რაოდენობის დეპუტატი განახორციელებს თავის მანდატს პარლამენტში. რაც შეეხება 3 პროცენტს ქვემოთ ჩამოწევას, ჩვენ მზად ვართ საუბრისთვის“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.