“სანამ მელიას არ გამოუშვებენ, ოპოზიცია „ოცნების“ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე არ უნდა დაჯდეს “

პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე ტვ პირველთან საუბრისას  აღნიშნა, რომ“შარლ მიშელის ვიზიტმა კიდევ ერთხელ გააშიშვლა „ოცნება“.

ქვეყნის პრემიერი ეჯდა გვერდით, მასთან ერთად ჩაატარა შეხვედრები, ბრიფინგი და შერჩა ცარიელი ადგილი…”
“შარლ მიშელის ვიზიტმა კიდევ ერთხელ გააშიშვლა „ოცნება“.
ქვეყნის პრემიერი ეჯდა გვერდით, მასთან ერთად ჩაატარა შეხვედრები, ბრიფინგი და შერჩა ცარიელი ადგილი…
„ქართულმა ოცნებამ“ ნიკა მელიაზე ორჯერ აიფეთქა თავი.
პირველად როდესაც გავრილოვთან თავად ჩაიდინა დანაშაული და სხვაზე გადაბრალებას შეეცადნენ და მეორედ ახლა, როდესაც 40 ათასიან გირაოს გამო ქვეყნის საერთაშორისო იმიჯიც შესწირეს და ყველაზე რეიტინგული პრემიერიც.
ამიტომ, სანამ მელიას არ გამოუშვებენ, ოპოზიცია „ოცნების“ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე არ უნდა დაჯდეს არანაირი ფორმატით”.- აღნიშნა  ჭიჭინაძემ.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share