ავარია ლანჩხუთში- დაშავებულია ერთი ადამიანი

ლანჩხუთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ავტობანისა და მთავარი მაგისტრალის დამაკავშირებელ ქუჩაზე, მოძრავი ავტომობილი სანიაღვრე არხში ჩავარდა.
როგორც თვითმხილველები ყვებიან, ავტომობილი სწრაფად მოძრაობდა და როგორც ჩანს მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. მის გარდა ავტომობილში არავინ იმყოფებოდა.
დაშავებული მძღოლი, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ “მედალფას” კლინიკაში გადაიყვანა.
მის სიცოცხლეს, საფრთხე არ ემუქრება.
ფოტო: “გურია თუდეი”
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share