” რევოლუციონერებს როდესაც სჭირდებოდათ თავშესაფარი, ისინი გურიაში ჩადიოდნენ და იქ თავს დაცულად გრძნობდნენ”

“დიპლომატი და მოგზაური ლუიჯი ვილარი წიგნში ,,ცეცხლი და მახვილი კავკასიაში” საკმაოდ დიდ დროს უთმობს იმდროინდელი გურიის აღწერას და ზუსტად გამოხატავს იმ სიტუაციას, რაც სუფევდა ამ პატარა მიწის მონაკვეთში, რომელმაც გაბედა და უზარმაზარ მონსტრს _ რუსეთის იმპერიას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა: ,,ნატანებში მატარებლიდან ჩამოვედით, დავიქირავეთ ეტლი და გავემგზავრეთ ოზურგეთში. რაკი რკინიგზა უკან ჩამოვიტოვეთ მასთან ერთად გაქრა მღელვარება და საშიშროება დაპატიმრებისა, რადგან ახლა ჩვენ თავისუფალ გურიაში ვიყავით…” როდესაც საქართველოს სხვადასხვა ადგილებიდან რევოლუციონერებს სჭირდებოდათ თავშესაფარი, ისინი საზღვარგარეთ კი არ გარბოდნენ, არამედ გურიაში ჩადიოდნენ და იქ თავს დაცულად გრძნობდნენ.
აი, რას წერდა ლევ ტოლსტოი ცნობილ პუბლიცისტსა და საზოგადო მოღვაწეს ილია ნაკაშიძეს: ,,გასაკვირი ცნობებია გურიიდან, როგორ გააუქმეს მთავრობა და გათავისუფლდნენ, ამავდროულად დაიწყეს უკეთესად ცხოვრება და ბევრად უფრო თავისუფალნი გახდნენ..”
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share