საფრანგეთის პოლიციამ ოზურგეთელი მღვდელმსახურის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო – რა წერია წერილში, რომელიც ბასილ კვირჩილაძის საქმეზე წმინდა სინოდს გაეგზავნა (ექსკლუზივი)

წმინდა სინოდმა დეკანოზ ბასილ კვირჩილაძის საქმის განხილვა დაასრულა. როგორც გავარკვიეთ, მოსმენაზე, რომელიც საქართველოს საპატრიარქოში გუშინ გაიმართა ბასილ კვირჩილაძეც იმყოფებოდა, რომელიც იმის დამტკიცებას ცდილობდა, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდება შემოქმედის ეპარქიის მხრიდან, რაც ამორალურ საქციელს გულისხმობს, სინამდვილეს არ შეესაბამება და მის მიერ გაგზავნილი სმს-ები არასრულწლოვან სტიქაროსანთან გარყვნილების დამადასტურებელი არ იყო.

„გურიის მოამბემ“ ისიც გაარკვია, რომ წმინდა სინოდის მიერ შეკრებილ კომისიას ბასილ კვირჩილაძემ ოზურგეთელი მრევლის წერილი და ხელწერებიც ჩაუტანა _ ასობით ხელმომწერი კომისიას კვირჩილაძის დადებით მხარეებზე უყვებოდა. ამავე წერილში ხაზგასმული იყო, რომ ბასილ კვირჩილაძე არ იმსახურებდა იმ სასჯელს, რომელიც შემოქმედელმა მთავარეპისკოპოსმა იოსებმა გამოუტანა და რომლის თანახმადაც, მას მღვდელთმსახურება აეკრძალა.

კომისიამ ამ თემაზე რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდა, თუმცა, ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა ოფიციალური დოკუმენტი გადაწყვეტილების შესახებ.

ბასილ კვირჩილაძე ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს და მედიასთან არ ჩნდება. დუმილს ინარჩუნებენ მისი ახლობლებიც, რომლებიც პირად საუბრებში გვეუბნებიან, რომ კვირჩილაძე ვიღაცეების ინტერესების მსხვერპლი გახდა.

_ ვიღაცას, ამ ეპარქიაში მამა ბასილის ინტერესი ჰქონდა. ოზურგეთში, ყველამ იცის რა სიკეთეები აქვს გაკეთებული, როგორი ავტორიტეტით სარგებლობს და სწორედ ეს ვერ მოინელეს. ყველაფერი გააკეთეს რომ ეპარქიიდან გაეშვათ და რაღაც არარსებული ბრალდება მოიგონეს. კაცი გაანადგურეს საკუთარი ინტერესების გამო. ისეთი ამაზრზენი ბრალდება წაუყენეს, თან ისე, რომ არც კი მოუსმინეს… არავის უცდია გაეგო რა იყო იმ მესიჯების უკან… არაფერზე იფიქრეს. არც მის ოჯახზე, არც არასრულწლოვან შვილებზე. უბრალოდ, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს და უკან არცკი მოიხედეს.

და ეს იმ ეპარქიაში მოხდა, სადაც მამაო 20 წელი მსახურობდა, სადაც ყველაფერს აკეთებდა, რომ ეკლესიის სახელი არ შერცხვენილიყო. იმ ეპარქიაში, სადაც ბოლო დროს ბევრი პრობლემა გამოჩნდა _ სასულიერო პირების მიერ ნარკოტიკების მოხმარების ფაქტებიც რომ გავიხსენოთ ესეც საკმარისა. თუმცა, მაშინ, რატომღც სინოდს არ უმსჯელია ამ საკითხზე, არცერთი შემთხვევა არ გასაჯაროებულა ამ ფორმით. სწორედ ეს აჩენს ეჭვებს, რომ ეს ყველაფერი მამა ვასილის წინააღმდეგ კარგად დაგეგმილი სცენარია,  _ გვითხრა ბასილ კვირჩილაძის ერთ-ერთმა ახლობელმა.

აღნიშნული საკითხის დეტალებზე განმარტებებს შემოქმედის ეპარქიაში არ აკეთებენ და კომისიის გადაწყვეტილებას ელოდებიან. ეპარქიაში არც იმას გვიყვებიან, თუ რატომ მოხდა ბასილ კვირჩილაძის საკითხის განხილვა სინოდზე, მაშინ როცა ასეთი პრეცედენტი ამ დრომდე არ არსებულა. თუმცა, ჩვენ ექსკლუზიურად გავარკვიეთ, რომ სინოდზე ამ საკითხის განხილვის მიზეზი, არასრულწლოვანი სტიქაროსანის დედის წერილი გახდა, რომელიც ყველა ეპარქიაში, სინოდის წევრებთან მას შემდეგ დაიგზავნა, რაც შემოქმედის ეპარქიის მღვდელმთავარმა მეუფე იოსებმა გადაწყვეტილება მიიღო და ბასილ კვირჩილაძეს მღვდელმსახურება შეუჩერა.

სწორედ ეს გადაწყვეტილება გააპროტესტა არასრულწლოვანი სტიქაროსანის დედამ, რომელიც ამტკიცებს, რომ ბასილ კვირჩილაძემ მისი შვილი სექსუალურად შეავიწროვა და  და კვირჩილაძის ეკლესიიდან სამუდამო განკვეთა მოითხოვა.

 წერილში, რომელიც „გურიის მოამბემ“ ექსკლუზიურად მოიპოვა, აღნიშნულია, რომ ამ თემაზე საფრანგეთის პოლიციამ (შემთხვევა სწორედ საფრანგეთში მოხდა) მოკვლევა დაიწყო.

„დეკანოზი ბასილ კვირჩილაძე არა დროებით, არამედ სამუდამოდ უნდა განთავისუფლდეს სამოძღვრო წოდებიდან, რადგან ასეთი ზნეობის _ უფრო სწორად, უზნეობის _ მატარებელი ადამიანი სამღვდლო კაბაში არ უნდა დაიარებოდეს; ღვთის, ეკლესიისა და საქართველოს სახელს არ უნდა არცხვენდეს. ასეთნი ,,ურირსნი არიან პირველმწყემსთავრის _ ქრისტესი, რადგა სიწმინდის შეხება არაწმინდისგან არ შეიძლება. ღვთის ახლოს მყოფი ცეცხლის ახლოს მყოფია და აუცილებელია, რომ სუფთა ოქრო იყოს“ (,,რუის-ურბნისის საეკლ. კრების პირველი განჩინებიდან“).

გთხოვთ და მოვითხოვ ჩემი ოჯახისა და ყველა იმ მორწმუნის სახელით, რომლებიც გააოგნა და აღაშფოთა ზემოაღწერილმა ამბავმა, რომ უმოკლეს ვადაში, სამ დღეში, 2021წ. თერთმეტ თებარვალს გასამართ კრებაზე, წმ. სინოდმა ცრუდეკანოზ ბასილ კვირჩილაძეს შეუცვალოს დროებითი სასჯელის ზომა და დაუყონებლივ ჩამოერთვას მას ღვთისმსახურის უწმინდესი და საპატიო წოდება-ხარისხი ანუ განიკვეთოს იგი, რათა ერთი მხრივ, თავიდან ავიცილოთ სხვათა _ იგივე, ჩვენი _ შვილების გახრწნა თუ ამის მცდელობები და მეორე მხრივ, ამით თვით მასაც, უკვე მღვდლადყოფილს, მივცეთ საშუალება და ბიძგი საკუთარი უწმინდურობის, მღვდლობისთვის შეუფერებლობის განცდისკენ, რათა ეს ექმნეს მას სინანულისა და შედეგად, სულის გადარჩენის გზად და ხიდად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ, ნებსით თუ უნებლიეთ, თქვენ _ ზედმეტი ლმობიერებითა და გულგრილობით, ხოლო მე _ წაყრუებითა და სხვებისადმი უზრუნველობით, თანამცოდველებად ვექცევით მასაც და მის ყველა სამომავლო (პოტენციურ) მსხვერპლსაც და მასთან ერთად, ღვთის სამსჯავროზე ჩვენც გადავინაწილებთ რისხვასა და სასჯელს. ასევე, ვითხოვთ (გნებავთ, მოვითხოვთ), რათა ამ ამაზრზენი ისტორიის ჩემს მიერ შეტყობიდან ორი თვის თავზე, მაინც, მოხდეს ხსენებული დანაშაულის ჯეროვანი, სულიწმიდისეული და არა ადამიანური შეფასება-დასჯა და ამის _ ბასილ კვირჩილაძის განკვეთის – დამადასტურებელი სამღვდელმთავრო ბრძანება თუ სინოდური განჩინება გამოქვეყნდეს საჯაროდ, საეპარქიო ან საპატრიარქო ვებ-გვერდებზე და ორიგინალის ასლი წერილობით გადმოგვეგზავნოს ჩვენ (სტიქაროსნის ოჯახს, სტრასბურგის სამრევლოს გავლით), რათა მან ვეღარ შესძლოს სასულიერო შესამოსლით ხალხში გამოჩენა, ვერც სტრასბურგში, ვერც საქართველოში და შესაბამისად, უნებისყოფოებისა და სუსტი ნებისყოფის მქონე ბავშვების, ახალგაზრდებისა თუ სოდომიისკენ მიდრეკილი მამაკაცების უფრო ადვილად ცდუნება-შეცდენა…

გაცნობებთ, რომ აღნიშნული ამბავი ჩვენი ოჯახის იურისტმა და ადვოკატმა, უკვე, შეატყობინა საფრანგეთის პოლიციის _ კერძოდ, პედოფილიასთან ბრძოლისა და ასეთ შემთხვევათა პრევენციის _ განყოფილებას, შესაბამისი მამხილებელი მტკიცებულებების, ფოტო-ვიდეო ჩანაწერების, დართვით… პირველი საგამოძიებო მოკვლევით, არსებული ფაქტი, უკვე, შეფასდა სექსუალურ შევიწროვებად, დამამძიმებელ გარემოებაში _ ასაკობრივი უპირატესობის, რელიგიური გრძნობებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

თუკი ჩვენი ქრისტეანული თხოვნა და იურიდიული მოთხოვნა არ იქნება ყურადღებული და დაკმაყოფილებული, რასაც უიმედოდ ველოდებით, იძულებულნი გავხდებით, ეს ამბავი და ამასთან, ამაზე თქვენგან ხელის დაფარება ანუ სულ მცირე, მორალური დანაშაულის დაფარვა გავახმოვანოთ როგორც სოციალური ქსელებითა და ბეჭდური პრესით, ისე ქართული და ფრანგული ტელევიზიებით…

წინასწარვე გაცნობებთ: ჩემს ამ იძულებით თხოვნაზე, ჩემთან ერთად, პასუხს ელოდებიან უკვე ჩემგანინფორმირებული, ცნობილი ქართველი და ფრანგი თეოლოგებიც, ზნეობრივი ღვთისმეტყველებისა და საეკლ. სამართლის სპეციალისტებიც, რომლებიც, ბ. კვირჩილაძის ერისკაცობამდე დაყვანის გარდა, არ იღებენ და არც მიიღებენ სხვა სასჯელს _ ფსევდოსასჯელს, თვალისამხვევსა და თვალებში ნაცრისშემყრელს, რასაც, ამ შემთხვევაში, წარმოადგენს მღვდლობის მხოლოდ დროებითი შეჩერება და არა სამუდამო ჩამორთმევა», _ აღნიშნულია წერილში, რომელიც, როგორც ვთქვით, „გურიის მოამბემ“ ექსკლუზიურად მოიპოვა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 36
    პოლიციამ ოზურგეთში დაკარგული 17 წლის გოგონას დატოვებული წერილი იპოვაროგორც ამ წუთებში გ მ ხდება ცნობილი, პოლიციამ დაკარგული 17 წლის მარიამ ბურჭულაძის მიერ დატოვებული წერილი იპოვა. რომელიც ინგლისურ ენაზეა დაწერილი. როგორც ცვენთვის ხდება ცნობილი, ამ წუთებში პოლიციასი დაკითხვაზე გიოგონას დედა იმყოფება.სხვა სიახლე კი ამ ეტაპისთვის არაფერია არ არის. ცნობისთვის,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასელს, სოფელ გომის მკვიდრს…
    Tags: და, არ, ოზურგეთი, შემოქმედის, საზოგადოება