დისტრიბუტორთა ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ გაძვირებული კომუნალური გადასახადები წარმოებული პროდუქციის ფასს კიდევ უფრო გაზრდის. ვითარებას ამძიმებს ეროვნული ვალუტის გაუფასურებაც. სპეციალისტები უახლოეს პერიოდში ფასების კიდევ უფრო მატებას მას შემდეგაც ელოდებიან, რაც კომუნალურ გადასახადებზე სუბსიდირების პროგრამა დასრულდება.
“ინფლაციის ის მაჩვენებელი, რაც გამოქვეყნდა, რეალობას არ ასახავს, გაცილებით რთული მდგომარეობა და ეს მდგომარეობა არის იმ არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის ჭედეგი, რასაც ქვეყანა ატარებდა და ატარებს. როგორც კი სუბსიდირების პროგრამა დასრულდება, ახალი ტალღა დაიწყება ფასების ზრდის, ეს გარდაუვალია”, – ამბობს ივა ჭყონია.
მისივე თქ1მით, ფასების ზრდის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი არასტაბილური ეროვნული ვალუტაა, რომელიც გაუფასურებას აგრძელებს.