“ერთადერთი, ვისაც ნიკა უჯერებს ეს დედამისია”

„ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას მამა, მისი შვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე  გადაცემაში „სთორი” საუბრობს და ამბობს, რომ მას ტერორისტი შვილი არ გაუზრდია.

„ერთდაერთი, ვისაც ნიკა უჯერებს ეს დედამისია … ის 4 სასწრაფო, რომ ვნახე დაყენებული უკვე მიხვდი, რომ ესენი სისხლს დაღვრიდნენ.

ტერორისტი შვილი მე არ გამიზრდია … შეუძლებელია, მაგრამ ყოველთვის ჩამესმის მამაჩემის ხმა ყურში – არასოდეს ანზორ, როცა ბოროტებას გაგიკეთებენ, ბოროტებით არავის არ უპასუხო“- ამბობს ანზორ მელია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share