“საკმარისია შფოთვა და წუწუნი”-ჟაირ ბოლსონარუ

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ კოვიდ 19-თან დაკავშირებით „წუწუნი და შფოთვა“ შეწყვიტონ.

„საკმარისია შფოთვა და წუწუნი. კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება ტირილი? კიდევ რამდენ ხანს დარჩებით სახლში და ყველაფერს დახურავთ? ვეღარავინ გაუძლებს ამას. ვწუხვართ გარდაცვალების შემთხვევების გამო, მაგრამ გამოსავალი გვჭირდება,“ – განაცხადა ბოლსონარუმ.

აღსანიშნავია, რომ ბრაზილიაში ოთხშაბათს კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული დღიური მაჩვენებელი, 1 910 ფატალური შემთხვევა დაფიქსირდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში კი ვირუსით ინფიცირებით 75 102 და გარდაცვალების 1 699 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ფედერალურმა მთავრობამ ვაქცინების შეძენისა და გავრცელების პროცესი შეანელა. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზა ამ დროისთვის ქვეყანაში მოსახლეობის 3.5% -ზე ნაკლებს აქვს მიღებული.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 93
    რა უნდა ეთქვა ბერას - გიორგი თარგამაძემე პირადად ველოდი: ბერა გამოვიდოდა, უცენზურო ლექსიკის გამო საზოგადოების მისდაუნებურად შეწუხებისთვის ბოდიშს მოიხდიდა, იტყოდა, რომ მაშინ ბავშვი იყო, სისხლი უდუღდა, ყველაფერზე მტკივნეულად რეაგირებდა, მამამისი ჯერ კიდევ ქვეყნის ხელისუფალი არ იყო და მისთვის შეურაცხყოფის მომყენებლებისთვის ჭკუის სწავლება ასეთი მიუღებელი ფორმით მოუწია. შემდეგ კი ვითარება შეიცვალა, მამა პრემიერმინისტრი და მმართველი პარტიის თავმჯდომარე გახდა, თავადაც გაიაზრა, რომ როგორც მომღერალი…
    Tags: და, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 93
    "ესაო, ისაო, თქვენი დიდი ხათრი მაქვს მაგრამ არაოო" - თქვა, ერთმა კაცმა"..."ესაო, ისაო, თქვენი დიდი ხათრი მაქვს მაგრამ არაოო" - თქვა, დიდი ალბათობით, ერთმა კაცმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თვითმფრინავი ჯერ ბრიუსელში დამჯდარიც არ იყო, რომ ღარიბაშვილის უჩვეულოდ დარბილებული რიტორიკა კვლავ ჩვეულ, ხისტ ფორმას დაუბრუნდა. ოცნების სხვა ლიდერებმა კი ისევ წითელ ხაზებზე დაიწყეს საუბარი. როგორც ჩანს, ივანიშვილმა არ მოიწონა კომპრომისის იდეა,…
    Tags: და, კი, რომ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 93
    "ავანტიურისტი შულერი, "ოცნების მზე", რომელმაც ყველა გადააგდო"- გიორგი თარგამაძე ივანიშვილზე"ცუდი მენეჯერი, თუ შულერი?! გვითხრა რომ წავიდა... საკითხავად 15-გვერდიანი წერილი და მოსასმენად 1-საათიანი ინტერვიუ დაგვიტოვა. დაგვამადლა მენეჯერული სუპერ თვისებები, მილიარდიანი ქველმოქმედება და კიდევ უფრო დიდი ქველმოქმედება, რაც თურმე მისი პოლიტიკაში ყოფნა ყოფილა. აღარ დამირეკოთო თქვა და კარი გაიჯახუნა… წავიდა, არწავიდა, სად წავიდა - გვირილას ფოთლების პუტვას და მარჩიელობას თავი რომ დავანებოთ, საინტერესოა დავფიქრდეთ მართლა რა დაგვიტოვა…
    Tags: და, რომ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 93
    "სახელმწიფო არსებობს იმისთვის, რომ ცხოვრება სამოთხედ გვიქციოს და არა ჯოჯოხეთად"გვეუბნებიან, რომ თვითმკვლელობა ყველაზე დიდი ცოდვაა და ამის ჩამდენი ჯოჯოხეთისთვისაა განწირული. თავად ჯოჯოხეთზე კანონიკური ტექსტების, მდუღარე კუპრისა და კბილთა ღრჭენის გარდა, გენიალური შემოქმედების მიერ აღწერილი მხატვრული ტილოები, ფრესკები და ლიტერატურული ნაწარმოებები გვახსენდება, სადაც სხვადასხვა ენით გადმოცემული მთავარი სათქმელი გვეუბნება - ესაა სივრცე, სადაც ადამიანურობისა და სიყვარულის ადგილი არ არის. ჯოჯოხეთი იმიტომაა ჯოჯოხეთი, რომ ის სიყვარულისა და თანაგრძნობისგანაა დაცლილი. გოგონა საქართველოში…
    Tags: და, რომ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა