საქართველოში +20 გრადუსამდე დათბება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 – 6 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი.

6 მარტს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +18, +20, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +15, +17 გრადუსამდე დათბება.

რაც შეეხება დედაქალაქს, ქ. თბილისში 5-6 მარტს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +14, +16, ხოლო 7 მარტს +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: