დაყაჩაღებულ სუპერმარკეტში ამ დრომდე ჟურნალისტებს არ უშვებენ – “მოდერნმა” დროებით ფუნქციონირება გააჩერა

დღეს დლით დაახლოებით 10 საათზე ორი ბოროტმოქმედი ნიღბებითა და პირბადეებით სუპერმარკეტ მოდერნში შეიჭრნენ და მოლარე ოპერატორებს ცივი იარაღის მუქართ ნავაჭრი წაართვეს

ადგილზე ახლა სამართალდამცავები და ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ

მომხდარისას არავინ დაშავებულა ორთავე თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა

როგორც არაოფიციალური ინფორმაციით ცნობილი ხდება ყაჩაღბმა სუპერმარკეტიდან მთლიანად დილის ნავაჭრი სამასი ლარი წაიღეს

ბოლო სამი თვის განმავლობაში ეს აღნიშნული სუპერმარკეტზე განხორციელებული მეორე ყაჩაღური თავდასხმაა

ამ დრომდე სუპერმარკეტი სამართალდამცავებს გადაკეტილი აქვთ და არავის მათ შორის ჟურნალისტებს შიგნით არ უშვებენ

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share