“შრომას სქესი არ აქვს და შრომა არ ტეხავს”-ტაქსის მძღოლი ქალი ოკუპირებული აფხაზეთიდან

„შრომა არ ტეხავს“, – ამ წარწერას ზუგდიდის ერთ-ერთი ტაქსის უკანა მხარეს თუ აღმოაჩენთ, უნდა იცოდეთ, რომ ეს ანი ხოფერიას ავტომობილია.

ის 32 წლისა და ზუგდიდში ქალებისთვის ნაკლებად პოპულარული სამსახური აქვს. ტაქსის მძღოლობა მისთვის ბევრ სტერეოტიპს ამსხვრევს. თუმცა უნდა ითქვას, რომ ადგილობრივი მამაკაცები მისი საქმიანობის მიმართ დიდად კეთილგანწყობილნი არ არიან.

იქ სადაც ანი ხშირად არის, მიუსაფარი ძაღლების სიმრავლეცაა. როგორც რესპონდენტი თავად ამბობს, ისინი მისი ოთხფეხება მეგობრები არიან.

იგი მაწანწალა ძაღლებს თავისი დანაზოგით ყოველდღიურად კვებავს. ანიმ უნივერსიტეტიც დაამთავრა, დიპლომიც აქვს და მიუხედავად იმისა, რომ თავისი არჩევანის გამო, როგორც მრავალ ადამიანთან, ასევე ოჯახთანაც უთანხმოება  ჰქონდა, მან ემიგრანტად ყოფნას, საქართველოში ტაქსისტობა ამჯობინა.

„შრომას სქესი არ აქვს და შრომა არ ტეხავს, მთავარია გულით მოგწონდეს ის საქმე, რაც შენი ცხოვრების ნაწილია… ორი შვილი მყავს,მეუღლეს დავშორდი.

ამჟამად ბავშვები მამასთან არიან სოფელ შამგონაში. აქ პირობები არ მაქვს, რომ გავაჩერო. დევნილი ვარ აფხაზეთიდან, სოფელ ნაბაკევიდან. ბინას ველოდები წლებია, რომ მე და ჩემს შვილებს საცხოვრებელი გვქონდეს და ნორმალური პირობები. ამჟამად ქირით ვარ და ის დახმარებაც შემიწყვიტეს“, – ამბობს ანი.

რამდენიმე დღის წინ აქციაც გამართა-ბინით დაკმაყოფილების მოთხოვნით. სანამ ბინით დააკმაყოფილებენ, კეთილი ადამიანების იმედი აქვს.

„დამპირდნენ აპრილის თვეშიო და მანამდე როგორმე თავს გავიტან“, – ამბობს ანი.

ახალგაზრდა ქალი ამით მაგალითს აძლევს სხვა ქალებს, თუ როგორ შეიძლება თანაბარი შესაძლებლობებით, თუნდაც ნაკლებად მეგობრულ ან კეთილგანწყობილ გარემოში გააკეთო ის, რაც მოგწონს.

მთავარი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 95
    შეჩერდეს ნამახვანჰესზე გარემოდაცვითი გადაწყვეტილების მოქმედება - საია და „მწვანე ალტერნატივა“ სასამართლოს მიმართავენარასამთავრობო ორგანიზაციები საია და „მწვანე ალტერნატივა“ ნამახვანის ჰესების კასკადზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების მოთხოვნით საქალაქო სასამართლოს მიმართავენ და აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება კანონის მოთხოვნათა დარღვევით გაიცა. „ვფიქრობთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ უნდა განიხილოს და დააკმაყოფილოს ჩვენი შუამდგომლობა იმიტომ, რომ არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ ეს აქტი არის უკანონო, ის გამოიცა ფაქტობრივ…
    Tags: და, რომ, არ, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 95
    "გაზარდეთ გმირები და არა მონები! ბავშვი ვითარდება სირთულეების გადალახვის პროცესში!"შალვა და პაატა ამონაშვილების კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა მშობლებთან შედგა. სემინარს "აღზრდის საიდუმლო", რომლის ორგანიზატორებიც იყვნენ "ამონაშვილების აკადემის მშობლებისთვის" და "აზროვნების აკადემია", საინფორმაციო მხარდამჭერი კი ვებგვერდი mshoblebi.ge, საკმაოდ ბევრი მშობელი ესწრებოდა და მათ შორის, განსაკუთრებით სასიამოვნო მამების სიმრავლე იყო. როგორც ყოველთვის, მშობლები აქტიურად იყვნენ ჩართული სემინარში და სვამდნენ მათთვის ყველაზე აქტუალურ…
    Tags: და, არ, თუ, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 95
    მეუბნებოდა მე გურიაში, მაკვანეთში უნდა დავიმარხოო – ჟურნალისტი ანზორ ერქომაიშვილზესიკვდილზეც კი ნალაპარაკები გვაქვს. მეუბნებოდა მე გურიაში, მაკვანეთში უნდა დავიმარხო ბაბუჩემის, მამაჩემის და ჩემი წინაპრების გვერდითო – ქართველი ლეგენდის, ანზორ ერქომაიშვილის შესახებ ჟურნალისტი ხათუნა პაიჭაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. “ბოლო სამი დღეა, ყოველი დილის გათენებას შიშით ველოდი. როცა დილაუთენია ჩემმა შვილმა დამირეკა, ტელეფონზე პასუხიც არ მინდოდა.. ასე დილაადრიან არასოდეს მირეკავს. და…
    Tags: და, რომ, თუ, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 95
    "თუ სამშობლო გიყვარს"..."როცა სამშობლოზე ბრაზობ შენი ბრალია სამშობლოსი?" -წერს ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, პროფესორი ზურაბ გურული და დასძენს, რომ თუ ქვეყნის მიმართ შენი გრძნობა და ემოცია გულწრფელი არაა, მაშინ პრობლემა შენივე გაუხეშებულ სულშია: სად გადის ზღვარი გაუცნობიერებელ პათეტიკასა და ცინიკურ პრაგმატიზმს შორის, როცა სამშობლოზე საუბრობ? ან როცა სამშობლოზე ბრაზობ და გულარძნილი ხარ,…
    Tags: და, რომ, არ, თუ, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები