„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: “როდესაც მხარეები ვერ ვთანხმდებით, ხალხმა უნდა გვითხრას, რა სურთ მათ, ამიტომ არის პლებისციტი დემოკრატიული და ცივილიზებული გამოსავალი ამ კრიზისიდან”.
„მე შემიძლია გითხრათ, რომ „ლელო საქართველოსთვის“ არის თანმიმდევრული თავის განცხადებებში და ნაბიჯებში, ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის კომპრომისული ნაბიჯი იმისათვის, რომ ჩვენ შევთანხმდეთ იმ 6 პუნქტის ირგვლივ, რომელზეც შარლ მიშელმა ისაუბრა და რომელზეც აუცილებელია ჩამოვყალიბდეთ უახლოესი 10 დღის განმავლობაში და ეს არის სწორედ კომპრომისული ნაბიჯი, როდესაც მხარეები ვერ ვთანხმდებით, ხალხმა უნდა გვითხრას, რა სურთ მათ, ამიტომ არის პლებისციტი დემოკრატიული და ცივილიზებული გამოსავალი ამ კრიზისიდან. მე შემიძლია გითხრათ, რომ „ლელო საქართველო“ ამას მხარს დაუჭერს და სხვა ოპოზიციურ პარტიებს ვნახავთ. „ნაციონალური მოძრაობის“ მაგივრად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მე როგორც ვიცი, სანამ ნიკა მელია არ იყო დაკავებული, მათ მზადყოფნა ჰქონდათ ამისათვის“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.