გახარიას თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, წულუკიანის პირველი შეფასება

დეპუტატი თეა წულუკიანი გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომაზე პირველ კომენტარს დღეს აკეთებს, ვინაიდან პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის მომენტში ის კოვიდინფიცირებული გახლდათ და დეპუტატს ეს საკითხი ამ დრომდე არ შეუფასებია.

„მე ეს მასაც გავუზიარე, როცა ბრიფინგი მოვისმინე. ეს გადაწყვეტილება ჩვენი გუნდისთვის არის არასასიკეთო და არასწორი, რაც კიდევ უფრო დასანანი მგონია, მისთვის პირადად ეს გადაწყვეტილება არის საზიანო. რაც შეეხება მის სამომავლო გეგმებს, ვინაიდან ეს ადამიანი აღარ არის პოლიტკურ პროცესში, ეს დროებითია თუ სულ ასე იქნება, ჩვენ არ ვიცით, თუ ის ჩაერთვება პოლიტკურ პროცესში მისთვის დასასმელ კითხვებს დავუსვამ პირადად მას“, – განაცხადა თა წულუკიანმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share