“ნიკა მელიას დაკავების ნაღმი სწორედ ირაკლი კობახიძემ გაამზადა”

ექსპერტი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ამბობს, რომ “ირაკლი კობახიძე უნდა გადადგეს მმართველი პარტიის თავმჯდომარეობიდან და პარტიის თავმჯდომარე უნდა გახდეს პრემიერი”.
“ირაკლი კობახიძე უნდა გადადგეს მმართველი პარტიის თავმჯდომარეობიდან და პარტიის თავმჯდომარე უნდა გახდეს პრემიერი.
ნიკა მელიას დაკავების ნაღმი სწორედ ირაკლი კობახიძემ გაამზადა, სასამართლოზე ზემოქმედების გზით, ნაღმზე აფეთქებაზე უარი თქვა გახარიამ და ღარიბაშვილი იძულებული გახდა ინსტიტუციური წესრიგის გამო სასამართლოს დავალება აღსრულებისათვის შეესრულებინა.
პოლიტიკური კრიზისის შემქმნელი არსებითად ირაკლი კობახიძეა და ის მაქსიმალურად უნდა ჩამოაცილონ პროცესებს და იმ უკანონო გავლენებს, რასაც ბოლო დრომდე ფლობდა”.-წერს გამზარდია.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share