“რეიტინგის კლების” და პანდემიის მიზეზით R2-ში სტრუქტურული რეორგანიზაცია გამოცხადდა

რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზაცია გამოცხადდა. შესაბამისი დოკუმენტი ტაბულას წყარომ მიაწოდა. პაატა სალიას ხელმოწერილ ბრძანებაში წერია, რომ მიზეზი “პანდემიის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური სირთულეები, სარეკლამო ბაზრის მოცულობის შემცირება და სატელევიზიო არხის რეიტინგის კლებაა”. დოკუმენტის თანახმად, რუსთავი 2-ის საქმიანობის “ეფექტურობის გაზრდის” მიზნით, მნიშვნელოვანია, გაუმჯობესდეს სტრუქტურული ერთეულების ფუნქციონირება და კომპანიაში დასაქმებული ადამიანური რესურსის ოპიტიმიზაცია.

“10 აპრილამდე უნდა განხორციელდეს კომპანიის სტრუქტურული რეორგანიზაცია, გაუქმდეს არსებული სტრუქტურა და დამტკიცდეს ახალი” – ნათქვამია ბრძანებაში.

რეორგანიზაცია ითვალისწინებს “სტრუქტურულ და ფუნქციურ ოპტიმიზაციას”, ასევე, სტრუქტურულ ან/და ორგანიზაციულ ცვლილებებს და სამუშაო ძალის შემცირება/გადაადგილებას.

ტაბულა ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორთან, პაატა სალიასთან დაკავშირებას ცდილობს.

რუსთავი ორი 2019 წლის 18 ივლისს ქიბარ ხალვაშს გადაეცა, იმავე დღეს, ხალვაშმა ტელეკომპანიის დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად თავისი ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა. რუსთავი ორიდან წასულმა თანამშრომლებმა ტელეკომპანია მთავარი არხი დააფუძნეს.

https://tabula.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 97
    სააღდგომო ტრადიციები საქართველოშიქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა  ქრისტიანთა უმთავრესი რელიგიური დღესასწაულია. მართლია, აღდგომა მოძრავია, მაგრამ ყოველთვის გაზაფხულს ემთხვევა. საქართველოში აღდგომა განსაკუთრებულად აღინიშნება: ქრისტიანები ერთმანეთს სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვებას სიტყვებით - „ქრისტე აღდგა!  ჭეშმარიტად აღდგა!“ -  ულოცავენ. საქართველოში აღდგომისთვის მზადება ერთი კვირით ადრე იწყება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეს სხვადასხვა ტრადიცია აქვს, აღდგომას მათ სააღდგომო…
    Tags: და, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 97
    დასავლეთი და აკვარიუმიდან გამოსული ერი ანუ ჰკითხეთ კრისტიან დანიელსონსბოლო დღეები მანძილზე მთელი საქართველო ყურადღებით და შინაგანი სირცხვილის გრძნობით, უყურებდა როგორ ცდილობდნენ ევროპელი მაღალჩინოსნები ერთმანეთთან სამკვდრო-სასიცოხცლოდ გადაკიდებული ქართველი პოლიტიკოსების მოლაპარაკებების მაგიდასთან დასმას. არა აქვს მნიშვნელობა კრისტიან დანიელსონის გააფთრებული სირბილი ოპოზიციური პარტიების და „ქართული ოცნების" ოფისებს შორის რითი დასრულდება - ყველა შემთვევაში ეს ნათელი პასუხია კითხვაზე, რომელიც ბოლო წლებში სულ…
    Tags: და, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 97
    მზად ვართ გავმართოთ მოლაპარაკებები – “ნაციონალური მოძრაობის საგანგებო განცხადება”“ნაციონალური მოძრაობა” განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “პრაიმტაიმნიუსი” უცვლელად გთავაზობთ: „საქართველოში არსებული მთელი ოპოზიციური სპექტრი, რომელსაც თამარ ჟვანიას დათვლებითაც კი, სულ მცირე 1.2 მილიონი ადამიანი უჭერს მხარს და ეს ამომრჩევლის ნახევარზე ბევრად მეტია – დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში დგას და ფიზიკურად იცავს ნიკა მელიას, ანუ იცავს სამოქალაქო მშვიდობასა და თავისუფლებას. „ქართული ოცნების“…
    Tags: და, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 97
    "სხვანაირად ჭიკჭიკებდით და დღეს დაიწყეთ ლანძღვა"? - ვის საყვედურობს ლელა ნაცვალაძეოზურგეთის წინა მოწვევის საკრებულოს წევრი ოპოზიციიდან, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ლელა ნაცვალაძე, გიორგი გახარიას ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას და "ოცნების" იმ წევრების განცხადებებს გამოეხმაურა ფეისბუკ პოსტით, ვინც დღეს ყოფილი პრემიერის მისამართით აგრესიას ვერ მალავდა:  "ვინც კარგად მიცნობს,იცის,რომ არასდროს მიყვარდა პირფერობა და დღესაც ასეა, ჩემი პოლიტიკური წარსულიდან გამომდინარე, ბევრ,"წონიან" პოლიტიკოსთან მქონია შეხების…
    Tags: და, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა