საქართველოში კორონავირუსის რეკორდული – 1 351 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1351 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 337 ადამიანი, 14 კი გარდაიცვალა. 

მონაცემები ცოტა ხნის წინ Stopcov.ge-ზე განახლდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია – 21208
  • გამოჯანმრთელებულია – 9003
  • მათ შორის გარდაცვლილია – 172;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება – 4462
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1772
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3071, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 41 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 31 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share