პანდემიასთან საბრძოლველად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს არაერთ სფეროში აღმოუჩინა დახმარება. ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველომ ამერიკისგან საერთო ჯამში კოივდ19-თან ბრძოლისთვის 7 მილიონზე მეტი ამერიკული დოლარი მიიღო.
ინფორმაციას გაწეული საქმიანობის შესახებ თბილისში ამერიკის საელჩო ავრცელებს. საელჩომ ინფორმაცია ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.
“გასული წლის განმავლობაში COVID-19 პანდემიასთან ბრძოლისა და ხალხისთვის აუცილებელი მომსახურების უზრუნველსაყოფად შეერთებულმა შტატებმა $7 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარება გაუწია საქართველოს.
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აუცილებელ სამუშაოს ასრულებს საქართველოში საკვების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ფერმერთა დასახმარებლად, რომ მათ მცენარეთა და ცხოველთა დაავადებების გამოვლენა შეძლონ. ეს სამუშაოები უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ საქართველოს სურსათის მწარმოებლებმა განაგრძონ საქართველოს ეკონომიკურ აღდგენაში წვლილის შეტანა.100-დან 60 – “ფრიდომ ჰაუსის” ახალი ანგარიში და საქართველო
მსოფლიო თანამშრომლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სიცოცხლის გადასარჩენად, ეკონომიკური აღდგენის ხელშესაწყობად და მომავალი ბიოლოგიური კატასტროფების წინააღმდეგ უკეთესი შედეგბის მისაღწევად. ამ გამოწვევების დასაძლევად შეერთებული შტატები გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოსთან და COVAX-ის მსგავს საერთაშორისო პარტნიორებთან,”- წერია ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
“ამერიკის ხმა”