“ოჯახში ძალადომ მოიმატა, თუმცა პანდემიის გულიზა, თუ რისი გულიზა, ვერ გეტყვით”

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ შეიძლება ოჯახში ძალადობის შემთხვევებმა იმატა, თუმცა არ იცის ეს რისი შედეგი შეიძლება იყოს. ამის შესახებ მან პარლამენტში განაცხადა.

“შეიძლება რაღაც პროცენტით მოიმატა პანდემიის პერიოდში ოჯახში ძალადობის თემამ, თუმცა ვერ გეტყვით პანდემიის გულიზა მოიმატა, თუ რისი გულიზა მოიმატა, ნამდვილად ვერ გეტყვით. თუმცა კრიტიკული მატება ჩვენთან, საქართველოში არ შეინიშნება, რომ კრიტიკულად გავარდა თემა, რაღაც უმნიშვნელო მატებაა”, — აღნიშნა გომელაურმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share