შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში შევალთ პარლამენტში, – განაცხადა “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში “360 გრადუსი”.
ჯაფარიძის თქმით, შეთანხმების შემთხვევაში “ლელო” საგამოძიებო კომისიაშიც მიიღებს მონაწილეობას.
„შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში შევალთ პარლამენტში და აქტიურად ვიმუშავებთ ამ შეთანხმების რეალიზებაზე, რადგან ის მოითხოვს საკონსტიტუციო ცვლილებებს. საკმაოდ მნიშვნელოვანი სამუშაოს განხორციელება იქნება საჭირო, რათა შეთანხმების რეალიზაცია მოვახდინოთ. გარდა ამისა, საგამოძიებო კომისიაშიც მივიღებთ მონაწილეობას, ოღონდ ეს საგამოძიებო კომისია იმდაგვარად უნდა იყოს ფორმირებული, რომ ოპოზიციის სიტყვა იყოს მართლაც წონადი და არ იყოს მხოლოდ საგამოძიებო კომისია მხოლოდ ქაღალდზე, რომ აღნიშვნა მოხდეს სადღაც, რომ გამოძიება ჩავატარეთ. ეს უნდა იყოს რეალური საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის ფაქტებს“,- განაცხადა ჯაფარიძემ.