“სააკაშვილის შავი არქივი” – სუბარი ბერას და ღარიბაშვილის ფარულ ჩანაწერზე

“სააკაშვილის შავი არქივი” – ასე ეხმაურება სოზარ სუბარი ნოდარ მელაძის გადაცემის ანონსს, სადაც ბერა ივანიშვილის, ანზორ ჩუბინიძისა და ირაკლი ღარიბაშვილის საუბრებია ჩაწერილი: მორიგი სიბინძურე გამოაგდეს პარტიული ტელევიზიის მუშაკებმა – უკრაინიდან მიღებული დავალებით და შემონახული სიყალბის ტირაჟირებით ცდილობენ საზოგადოების მოტყუებას. ეს და კიდევ არაერთი ფალსიფიცირებული ჩანაწერი ჯერ კიდევ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლამდე დაამზადეს მაშინდელი რეჟიმის მონებმა და როგორც ჩანს, არც მომავალში დაიხევენ უკან მსგავსი სიბინძურეების ტირაჟირებისგან. ჩვენ მაშინვე გვქონდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილის დავალებით ამონტაჟებდნენ სხვადასხვა შინაარსის ჩანაწერებს და ესეც ერთ-ერთი მათგანია. თუმცა, რა უნდა გაგვიკვირდეს იმ ტელევიზიისგან, რომელმაც ორი დღის წინ ადამიანს მათი პარტიის ოფისის დარბევა დააბრალა, რასაც მოხუცი ბებიის გარდაცვალება მოყვა. დაბოლოს, რა გავიგეთ ამ ჩანაწერიდან?! კიდევ ერთხელ გავიგეთ, რაც მანამდეც ვიცოდით, ვინ იყო ფარული ჩანაწერების შემოქმედი და ვინ ფლობს ამ შავ არქივს”.-სუბარი.

ცნობისთვის, ტვ პირველის შაბათის სიუჟეტის ანონსიდან ვიგებთ, რომ ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ადამიანების ქუჩური წესებით დასჯას იმის გამო უკვეთავს, რომ მათი კომენტარები არ მოეწონა. ირკვევა, რომ მანქანებით, ქუჩა-ქუჩა დასდევენ ბერას შავ სიაში შეყვანილ ადამიანებს და სამაგალითოდ სჯიან. “სკოლაში ჩაფსმული მივა” – ამბობს ბერა ჩანაწერში, რომელსაც “ტვ პირველი” ავრცელებს. “სკოლაში საერთოდ ვერ წავიდოდა” – პასუხობს მას ღარიბაშვილი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share