დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, დღეს გარდაცვლილი 14 ადამიანიდან ერთ-ერთი 30 წლამდე პაციენტი იყო.
”კოვიდინფიცირებული პაციენტის გარდაცვალება ძირითადად ხანდაზმულ ასაკში ფიქსირდება, თუმცა დღეს, სამწუხაროდ ერთი გარდაცვალება გვაქვს ახალგაზრდა ასაკის. პაციენტი იყო 30 წლამდე”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირების შედეგად, სულ გარდაცვლილია 172 ადამიანი.
საქართველოში დღეს კორონავირუსით ინფიცირების 1 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში ამ დროისთვის კორონავირუსის 21 208 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 9 003 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
მსგავსი სტატიები
- 48
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 37 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა ინფიცირების 3 443 ახალი შემთხვევა, ხოლო გამოჯანმრთელდა 2 539 პაციენტი. 18 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 89 395 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 71 468 გამოჯანმრთელდა, 815 კი გარდაიცვალა. სულ 17 086 აქტიური შემთხვევაა.
- 48
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 45 ადამიანი გარდაიცვალა. ჯამში ქვეყანაში ვირუსს 778 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს, 16 ნოემბერს, ინფიცირების 3 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 3 638 პაციენტი. ბოლო მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ის 85952 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 68929 პაციენტი ვირუსისგან განიკურნა.
- 48
- 48
საქართველოში დღეს, 23 ნოემბერს 1 000-ს გადააჭარბა კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, დღეს 36 ადამიანი გარდაიცვალა. მათივე ინფორმაციით, გამოვლინდა ინფიცირების 3 958 ახალი შემთხვევა, 3 531 პაციენტი გამოჯანმრთელდა. სულ 108 690 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 89 170 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 012 გარდაიცვალა.