“რას უნდა აკეთებდეს პრემიერ-მინისტრი და მინისტრები? დღე და ღამე აღამებდნენ და ათენებდნენ ქვეყანაში ვაქცინის შემოტანაზე, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაზე, რეფორმების წარმოებაზე. რეალურად კი ქვეყნის პრემიერი მაფიის ბოსის შვილის “ლიჩნიკის” ფუნქციას ითავსებს. სამწუხარო რეალობა – საქართველოს მართავს “ესკობარის ოჯახი” და მათ პირად დაკვეთებს ასრულებს ე.წ. პრემიერი და ე.წ. მინისტრები”.-წერს “სტრატეგია აღმაშენებელი” – ს წევრი, სერგო ჩიხლაძე.