მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, დღეიდან, უცხოეთიდან შემოსულ საქართველოს მოქალაქეებს, საშუალება ექნებათ PCR ტესტის არსებობის შემთხვევაში, კარანტინის ნაცვლად თვითიზოლაციაში გადავიდნენ.
მეზვრიშვილის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეხება ყველა ქვეყანას.
“დღეიდან ძალაში შედის წესი, რომლის თანახმადაც საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც შემოვლენ საქართველოში, PCR ტესტის ფლობის შემთხვევაში ეს ადამიანები გადავლენ თვითიზოლაციაში, ნაცვლად კარანტინისა. ეს ეხება ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსულ საქართველოს მოქალაქეს, აქ არ იგულისხმება მხოლოდ ის ქვეყნები, სადაც ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე გვაქვს ურთიერთობა. ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსული საქართველოს მოქალაქე, ვისაც ექნება ტესტი, წავლენ თვითიზოლაციაში, ნაცვლად კარანტინისა“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ უცხოეთიდან შემოსულ მოქალაქეებს, საქართველოში შემოსვლის დროს PCR ტესტის წარდგენა და 8-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა უწევდათ.