გორში 14 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების გამო კაცი დააკავეს. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყებაში ამბობენ, რომ კაცი რამდენიმე კვირის წინ დააკავეს.
როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით ძალადობის გარეშე 16 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ სრულწლოვნის გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.
დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ცხრა წლამდე.