“ეს არის შემთხვევა, როცა დაცული სიკეთე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შესაძლო ზიანი”

ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი,  ტვ პირველის ეთერში გასულ ფარულ ჩანაწერებს ეხმაურება   და სოციალურ ქსელში წერს:
“სანამ არ ვნახე ნოდარ მელაძის სიუჟეტი, არაფერი მითქვამს. უბრალოდ ველოდებოდი სიუჟეტის ეთერში გასვლას. მძულს ფარული ჩანაწერები, მძულს ადამიანის პირად სივრცეში შეჭრა. არასოდეს ვუყურებ ასეთ ჩანაწერებს და ტელევიზიის რეპუტაციისთვის დიდი დარტყმა მგონია უკანონო ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება, მაგრამ, არსებობს დიდი მაგრამ!!! ის, რაც მელაძის ეთერში გავიდა საზოგადოებას უნდა ენახა.ეს არის შემთხვევა, როცა დაცული სიკეთე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შესაძლო ზიანი. დაცული სიკეთე კი ამ შემთხვევაში ის არის, რომ საზოგადოებამ იცოდეს რა ნაძირალა მანიაკების ხელშია ქვეყანა ამდენი წელი.
p.s. თუ ვინმე აიჩემებს, რომ ჩანაწერი არაავთენტურია ან დამონტაჟებული, უნდა დაამტკიცოს სანდო ექსპერტიზით. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არის სიმართლე და უნდა ვიმოქმედოთ შესაბამისად”.-წერს ჯანგირაშვილი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share